Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იტალია უარს ამბობს მიიღოს ორი გემი, რომლებმაც 226 მიგრანტი გადაარჩინა

22 ივნისი, 2018 14:58

იტალია უარს აცხადებს მიიღოს არასამთავრობო ორგანიზაციის ორი გემი, რომლებმაც ლიბიის სანაპიროზე 226 მიგრანტი გადაარჩინა.

იტალიის ინფრასტრუქტურის მინისტრის, დანილო ტონინელის თქმით, გემებმა მიგრანტების გადაყვანით კანონი დაარღვიეს და ამიტომ იტალიური პორტები მათ არ მიიღებს. სანაპიროზე გემებს დააკავებენ და ორგანიზაციას ჩამოართმევენ.

გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციის Lifeline-ის ორი გემი ჰოლანდიური დროშის ქვეშ ცურავს, მაგრამ, როგორც ორგანიზაციის წევრები ამბობენ, ისინი ჰოლანდიამდე ამდენ ადამიანს ვერ გადაიყვანენ. არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, აქსელ სტეიერმა იტალიის მთავრობაც გააკრიტიკა.

„ამ სიტუაციაში შენ არ გაქვს ლოდინის ფუფუნება. როცა ადამიანები იხრჩობიან სწრაფად უნდა იმოქმედო. როგორ უნდა დაელოდო და დაიწყო ფიქრი, რომელიმე პორტი მიიღებს თუ არა ხალხს, რომელიც იმ წუთას წყალში იძირება?!“ - განაცხადა სტეიერმა.

იტალიის შს მინისტრმა კი განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ამ გემებს არ მიიღებს არც ერთ შემთხვევაში და მაშინ ამის გაკეთება მალტას მოუწევს. მაგრამ ამასთან ერთად მიგრანტთა უსაფრთხოებისთვის ხალხი იტალიის სანაპირო დაცვის ხომალდებზე გადაიყვანეს. ხოლო გემებს გამოძიებისთვის დროებით იტალიის პორტებში გადაიყვანენ.

იტალიის მთავრობის განცხადებით, საბოლოოდ, არასამთვრობო ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს მიგრანტთა იტალიის სანაპიროდან გაყვანა, გემებზე კი გამოძიება ჩატარდება და კანონის დარღვევისთვის შეიძლება, ისინი მეპატრონეებს ჩამოერთვათ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^