Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო► შსს „ბასიანის“ ოფისში

22 ივნისი, 2018 16:06

„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც, ორგანიზაციის განცხადებით, ჩანს, როგორ ითხოვს შსს ჩხრეკას მათთან შეთანხმების გარეშე, თანაც არასწორად გაცემული განჩინების საფუძველზე.

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ განცხადებით, უწყების წარმომადგენლებმა მედიასთან იცრუეს, როცა თქვეს, რომ მათ დოკუმენტები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაჰქონდათ.

„შსს-მ მედიას განუცხადა, რომ ოფისში შესვლა არა ჩხრეკას, არამედ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დოკუმენტების გადაცემას გულისხმობდა. იხილეთ ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ შსს ჩხრეკას ითხოვს და ამას არასწორად გაცემული განჩინების საფუძველზე აკეთებს. ჩხრეკაზე განჩინება გაცემულია 24 მაისს, როდესაც შსს-მ კლუბის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო“, - წერს „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ Facebook-ზე.

„ბასიანის“ დამფუძნებელმა ზვიად გელბახიანმა Facebook-ზე დაწერა, რომ შსს მათ ოფისში შევიდა და ჩხრეკა დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინიტროში ლიბერალს განუცხადეს, რომ პოლიციის თანამშრომლები მართლაც მივიდნენ „ბასიანზე“, თუმცა „ჩხრეკა არ მიმდინარეობს, ორივე მხარის შეთანხმებით გარკვეული დოკუმენტები მიაქვთ“, - თქვეს უწყებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^