Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ბასიანმა" შსს-ს საბუთების ამოღების ნება არ მისცა

22 ივნისი, 2018 16:27

კლუბ „ბასიანის" ადმინისტრაციამ შსს-ს წარმომადგენლებს ფინანსური დოკუმენტაციის ამოღების უფლება არ მისცა. 

როგორც „ლიბერალთან" საუბრისას კლუბის ერთ-ერთი მფლობელი ტატო გეთია ამბობს, განჩინებაში, რომლის საფუძველზეც სამართალდამცველები კლუბში შესვლას აპირებდნენ, კლუბის საიდენტიფიკაციო ნომერი არასწორად იყო მითითებული და გამოყენებული იყო ძველი კომპანიის ნომერი. 

„ბოლოს [სამართალდამცველები] უღებდნენ სქრინებს ამ დოკუმენტს, სადღაც აგზავნიდნენ. შემდეგ კი 15 -20 წუთში შსს-მ განცხადება გაავრცელა და წავიდნენ, რომ გამოასწორონ.

გეთიას თქმით, სიცრუეა ინფორმაცია, რომ დღეს კლუბში შესვლა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოხდა. მისი თქმით, კლუბის ადმინისტრაციას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ შსს-ს წარმომადგენლები კლუბში შესვლას აპირებდნენ.

-

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს კლუბში საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტაციის ამოღების მიზნით შევიდნენ. თუმცა, ვინაიდან მოსამართლის განჩინებაში მითითებული იყო შპს „ბასიანის“ ძველი საიდენტიფიკაციო კოდი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები. მათი თქმით, ხარვეზის აღმოფხვრის შემდგომ კლუბ „ბასიანში“ განხორციელდება საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტაციის ამოღება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 სექტემბერი
21 სექტემბერი

ჩუგოშვილი: პარლამენტი თბილისში გადმოვა, ...

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა შინაგან ს ...
21 სექტემბერი
21 სექტემბერი

ვიეტნამის პრეზიდენტი ავადმყოფობის გამო გ ...

ვიეტნამის პრეზიდენტი ტრან დაი ქუანგი ქვეყნის სამი ოფიციალური ლიდერიდან ერთ-ერთი იყო, რომელიც მეტწილად ცერემონიულ ღონისძი ...
21 სექტემბერი
21 სექტემბერი

ფალიაშვილის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით ...

წუხელ თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე ორი ადამიანი დაჭრეს. როგორც შსს-ში „ლიბერალს" განუცხადეს, შემთხვევის შედეგ ...
^