Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს-მ მცირეწლოვან ბავშვებზე ძალადობის ბრალდებით ძიძა დააკავა

22 ივნისი, 2018 22:00

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მცირეწოვან ბავშვებზე ძალადობის ბრალდებით ძიძა დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული ი. ტ. მცირეწლოვნებზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, რომელიც ერთ-ერთ ოჯახში ძიძად მუშაობდა, 2017 წელს დაბადებულ ტყუპ და-ძმას, სისტემატურად სცემდა. ბინაში ოჯახის წევრების მიერ ფარულად დამონტაჟებულმა ვიდეოსათვალთვალო კამერამ ბავშვებზე მისი ძალადობრივი ქმედება დააფიქსირა, რის შესახებაც მცირეწლოვნების დედამ პოლიციას შეატყობინა.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს“,-ათქვამია გავრცელებულ განცხადებაში

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

15 ნოემბერი
15 ნოემბერი

მთავრობის დადგენილებით წამლის სააგენტო ი ...

საქართველოს მთავრობის 14 ნოემბრის დადგენილებით, ჯანდაცვის სამინისტროს ფარგლებში წამლის სააგენტო იქმნება. იგი სამედი ...
15 ნოემბერი
15 ნოემბერი

ერიკ-ემანუელ შმიტი ნოემბრის ბოლოს საქართ ...

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ინიციატივითა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის (Institut Français de G& ...
15 ნოემბერი
15 ნოემბერი

მეშახტე: პრემიერთან შეხვედრის საშუალება ...

„წინასწარ შერჩეული პირები დასვეს ამ შეხვედრაზე, ვერ ვიტყვი, რომ შეხვედრა დიალოგის ფორმით იყო გამართული, ეს იყო უფრ ...
^