Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თურქეთის არჩევნებში კვლავ ერდოღანმა და მისმა პარტიამ გაიმარჯვა

25 ივნისი, 2018 11:45

გუშინ თურქეთში გამართულ ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და მისმა პარტიამ გაიმარჯვა. არჩევნებზე ერდოღანმა ხმების 53% მიიღო, ხოლო მისმა ოპონენტმა მუჰარემ ინჯემ - 31%.  

BBC-ის ცნობით, ოპოზიცია ჯერ ისევ არ აღიარებს შედეგებს, თუმცა აცხადებენ, რომ ისინი გააგრძელებენ დემოკრატიულ ბრძოლას „შედეგების მიუხედავად“. 

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მხარდამჭერებს 03:00 საათზე პარტიის ოფისის აივნიდან მიმართა და გამარჯვება მიულოცა. „ამ არჩევნებში გამარჯვებულია ყველა თურქეთის მოქალაქე“, - განაცხადა მან. 

გასულ წელს თურქეთში გაიმართა რეფერენდუმი, რომელიც კონსტიტუციის შეცვლას და თურქეთს საპარლამენტო რესპუბლიკიდან საპრეზიდენტო სახელმწიფოდ გადაქცევას ითვალისწინებდა. გამარჯვების შემდეგ კი მისი უფლებამოსილებები გაიზარდა.

„ამ არჩევნების დამსახურებით, თურქეთი აწყობს დემოკრატიულ რევოლუციას“, - აცხადებდა ერდოღანი.

პოლიტოლოგები კი წერდნენ, რომ, თუ ერდოღანი გაიმარჯვებდა, მისი უფლებამოსილებები უფრო გაძლიერდებოდა და ეს ცუდად იმოქმედებდა დემოკრატიულ პროცესებზე ქვეყანაში. 

საპრეზიდენტო და საპარალამენტო არჩევნები თურქეთში 2019 წლის ნოემბერში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ერდოღანმა აპრილში განაცხადა, რომ ის 24 ივნისს გაიმართებოდა.  

რეჯეფ თაიფ ერდორანი 2003 წლიდან 2014 წლამდე თურქეთის პრემიერ-მინისტრი, ხოლო 2014 წლიდან თურქეთის პრეზიდენტი იყო. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^