Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დავით ჭიჭინაძე: თეა წულუკიანი უნდა გადადგეს

25 ივნისი, 2018 13:14

„ქართული ოცნების“ წევრის დავით ჭიჭინაძის აზრით, თეა წულუკიანმა იუსტიციის მინისტრის თანამდებობა უნდა დატოვოს. დეპუტატის თქმით, წულუკიანს თანამდებობების დატოვების შემდეგ „ოცნების“ კრიტიკა უფრო თავისუფლად შეეძლება.

„უნდა დატოვოს, ჩემი, როგორც ერთი დეპუტატის პოზიცია ასეთია. ჩემი პოზიცია დაფიქსირებული მაქვს არაერთხელ. დღეს უკვე პრემიერის გადასაწყვეტია.

ვფიქრობ, თუკი „ქართულ ოცნებას“ შეცდომები აქვს, გარედან უფრო კარგად ხედავს ეგ ქალბატონი და როცა დაკავებული თანამდებობიდან თავისუფალი იქნება, კრიტიკის მეტი საშუალება ექნება“, - განაცხადა ჭიჭინაძემ ჟურნალისტებთან.

დავით ჭიჭინაძის მოსაზრებას არ ეთანხმება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი. მისი თქმით, მმართველ გუნდში მსჯელობა მთავრობის კონცეფციაზე იყო და კონკრეტულ პერსონებზე კონსულტაციებს პრემიერ-მინისტრი გამართავს.

„არ ვეთანხმები დავით ჭიჭინაძის განცხადებას თეა წულუკიანის გადადგომასთან დაკავშირებით. ვინ უნდა გადადგეს და ვინ არა, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში შეხვედრაზე ასე კონკრეტულად არ გვიმსჯელია. კონკრეტულ პერსონალიებზე საუბარი არ ყოფილა.

გუნდის შიგნით მსჯელობა მთავრობის კონცეფციაზე იყო, როგორი უნდა იყოს მოქნილი და ეფექტური მთავრობის საკითხი. რაც შეეხება კონკრეტულ პიროვნებებს, ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ კონსულტაციებს უშუალოდ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გამართავს“, - თქვა ოხანაშვილმა.

იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. მათ ამ მოთხოვნით „იუსტიციის სახლთან“ აქციაც გამართეს. არასამთვრობო ორგანიზაციების განცხადებით, მართლმსასჯულების სისტემაში ხარვეზებზე პასუხისმგებლობა ირაკლი შოთაძესთან ერთად თეა წულუკიანმაც უნდა აიღოს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^