Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა პირობით შეწყვიტეს ჭიათურაში აქციის მონაწილეებმა შიმშილი

25 ივნისი, 2018 14:04

ჭიათურაში 13 ივნისს სამმა მოქალაქემ - პეტრე ოვანოვმა, ლევან მასხარაშვილმა და ბექა ჭუმბურიძემ შიმშილობა დაიწყო და პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. ისინი 17 დღის განმავლობაში შიმშილობდნენ. აქციის მონაწილეები ითხოვდნენ, რომ უფლებამოსილება შეჩერებოდა ჭიათურის პოლიციის მოქმედ უფროსს და გათავისუფლებულიყო ერთ-ერთი დაკავებული ახალგაზრდა, რომელსაც სამართალდამცველები პოლიციის მიმართ ძალადობაში სდებენ ბრალს. 

აქციის მონაწილეების ინტერესებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) იცავს.

„ლიბერალი“ ესაუბრა EMC-ის  იურისტს, სოფო ვერძეულს. მისი თქმით, აქციის მონაწილეებმა შიმშილობა გარკვეული პირობების გათვალისწინებით შეწყვიტეს.

EMC-მ მიმართა პროკურატურას, რათა ამ ადამიანებს, რომლებიც დაკავებული იყო და უთითებდნენ, რომ მათ მიმართ, სავარაუდოდ, არასათანადო მოპყრობას ჰქონდა ადგილი, მიენიჭოთ დაზარალებულის სტატუსი. მისი თქმით, ამის შემდეგ იურისტებს საშუალება მიეცემათ, გაეცნონ საქმის მასალებს. 

„ჩვენ ვიყავით ჭიათურაში, გავეცანით ვითარებას, მივიღეთ პირველადი ინფორმაცია მოშიმშილეებისა და  აქციის მონაწილეებისგან. ამის შემდეგ გარკვეული პირობების გათვალისწინებით, აქციის მონაწილეებმა შიმშილობა შეწყვიტეს, თუმცა გრძელდება საქმის გამოძიება, რომელსაც პროკურატურა აწარმოებს. ჩვენ  მივმართეთ პროკურატურას დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით იმ ადამიანების სახელით, ვინც დაკავებული იყო და ვინც უთითებს, რომ მათ მიმართ, სავარაუდოდ, არასათანადო  მოპყრობას ჰქონდა ადგილი. იმის შემდეგ, როცა გვექნება პასუხი დაზარალებულად ცნობაზე, იმედია, მოგვეცემა საშუალება, რომ გავეცნოთ საქმის მასალებს. სტატუსის მინიჭების გარეშე ამას ვერ გავაკეთებთ. ამიტომ ველოდებით, უკვე ამ კვირაში, გავიგოთ პროკურორისგან გადაწყვეტილება სტატუსის მინიჭების შესახებ. ვგეგმავთ, როგორც კი ეს სტატუსი იქნება, ჩავიდეთ და ვნახოთ უკვე სისხლის სამართლის საქმის მასალები და ამის შემდეგ  დავგეგმავთ დამატებით მიმართვებს, საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, რისი ჩატარებაც იქნება საჭირო“,-განაცხადა სოფო ვერძეულმა

მისი თქმით, პარალელურად მიმდინარეობს პროცესი გენინსპექციაში, რაზეც EMC ასევე ელოდება შსს-დან კომუნიკაციას, რის შედეგადაც მათ მიეცემათ საშუალება, გაეცნონ სისხლის სამართლის საქმეს.  

„ამის გარდა, იმ პარალელურ პროცესზე, რომელიც გენინსპექციაში მიმდინარეობს, ვცდილობთ ინფორმაციის მოპოვებას, რა ხდება და რა მიმართულებით მიდის. ეს არის ამ ეტაპზე ვითარება. როგორც კი გვქნება საშუალება სისხლის სამართლის საქმე ვნახოთ, ამ ყველაფრის შემდეგ მოგვეცემა საშუალება ვიმსჯელოთ, რამდენად არის ჩატარებული ის საგამოძიებო მოქმედებები, რაც აუცილებელი იყო, რომ ობიექტური ჭეშმარიტების აღდგენა მომხდარიყო“, - თქვა სოფო ვერძეულმა.  

2018 წლის 26 მაისს, ადგილობრივმა პოლიციამ 10-მდე ახალგაზრდას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რასაც მოჰყვა მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის კონფლიქტი. შედეგად, პოლიციამ დააკავა 9 პირი. დაკავებულებიდან 8 პირი სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი წვრილმანი ხულიგნობისა ან/და სამართალდამცველის დაუმორჩილებლობისთვის. 1 პირი კი ამ დრომდე დაკავებულია სისხლის სამართლის წესით და მის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 353 მუხლით (წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ) გათვალისწინებულ დანაშაულზე.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, მას შემდეგ, რაც დაკავებულები გადაიყვანეს ჭიათურის პოლიციის შენობაში, დაიწყო მათი ცემა, რა დროსაც ფიზიკური დაზიანება მიაყენეს ოთხ ადამიანს, ხოლო აქედან ერთ -ერთმა მიიღო ტვინის შერყევა.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^