Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოს ბანკმა საერთაშორისო ოლიმპიური დღე აღნიშნა

25 ივნისი, 2018 14:52

საქართველოს ბანკმა, საერთაშორისო ოლიმპიური დღე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად ოლიმპიური გარბენით აღნიშნა. 

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა კუს ტბაზე ორგანიზება გაუწია მასობრივ ოლიმპიურ გარბენს. გარბენში მოხალისეებთან ერთად სტარტი აიღეს  ოლიმპიური თამაშების ჩემპიონებმა და პრიზიორებმა, სხვა ცნობილმა სპორტსმენებმა.
გარბენის გარდა გაიმართა სხვა საინტერესო სპორტული აქტივობები, როგორიცაა: ველოსპორტი; მძლეოსნობა; ფარიკაობა; ხელბურთი; ტყვიის სროლა; მშვილდოსნობა; კალათბურთი; ფრენბურთი; მხიარული სტარტები; ჭადრაკი; ძალოსნობა; ჩერლიდინგი; კარატე.  სპორტულ აქტივობებში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო. 

გარბენის თითოეულ მონაწილეს გადაეცა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სერტიფიკატი, გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სპეციალური საჩუქრებით.

საერთაშორისო ოლიმპიური დღის დაწესების 70 წლისთავისა და საქართველოს პირველი  დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში ოლიმპიური გარბენის შემდეგ ქართველ ოლიმპიელთა ფორუმი გაიმართა. მასში მონაწილეობას იღებდა 1952-2018 წლების ყველა ქართველი ოლიმპიელი.

ფორუმზე  მოწვეული იყვნენ ოლიმპიური  თამაშების ჩემპიონები და პრიზიორები, საპატიო სტუმრის სტატუსით ფორუმს ესწრებოდნენ  საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების, ოლიმპიელთა მსოფლიო ასოციაციის ხელმძღვანელები, საქართველოს ხელისუფლების, დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, ვეტერანი და ახალგაზრდა სპორტსმენები.

ინფორმაციისთვის: 1952-2018 წლებში, საბჭოთა ეპოქაში და დამოუკიდებლობის პერიოდში, ზაფხულისა და ზამთრის 27 ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს ჰყავდა 395 ოლიმპიელი. ქართველ  ოლიმპიელებს სპორტის 21 სახეობაში სულ მოპოვებული აქვთ 126 ოლიმპიური მედალი, მათ შორის – 39 ოქროს მედალი.

საქართველოს ბანკი ყველა ოლიმპიელს ულოცავს საერთაშორისო ოლიმპიური დღის დაწესების 70 წლისთავს და უსურვებს მათ წარმატებებს და გამარჯვებებს!
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^