Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მაღალია იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომელიც ამბობს, რომ სხვისი ჩაგვრისას არაფერი გაუკეთებია

25 ივნისი, 2018 17:43

ფორმალური განათლების სფეროში ადამიანის უფლებების სწავლების ხელშეწყობის მიზნით, სახალხო დამცველის ადამიანის უფლებების აკადემიამ, დანიის ადამიანის უფლებების ინსტიტუტის ფინანსური დახმარებით, ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში ადამიანის უფლებების სწავლების ხელშესაწყობად პროექტი განახორციელა.

პროექტის ფარგლებში, საჯარო და კერძო სკოლებში მთელი საქართველოს მასშტაბით რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევა ჩატარდა.

ამავე კვლევაში შეისწავლეს მოსწავლეთა აქტიურობა სკოლაში მათი უფლებების დარღვევის შემთხვევებზე.

შეკითხვაზე, რა გააკეთეთ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, როცა შეამჩნიე ან გაიგე, რომ სხვა მოსწავლეს ჩაგრავდნენ და დასცინოდნენ, პასუხები იყო:

თავად დავეხმარე მოსწავლეს, რომელიც ჩაგვრისა და დაცინვის მსხვერპლი იყო (შემთხვევათა 37%);

შემთხვევათა 16.6%-ში დასახელდა მასწავლებლის ინფორმირება;

შემთხვევათა 11.1% -ში - სკოლის დირექტორის/დირექტორის მოადგილის ან ადმინისტრაციის რომელიმე თანამშრომლის ინფორმირება;

შემთხვევათა 12.4%-ში მოსწავლეებს არაფერი გაუკეთებიათ.

„იმ მოსწავლეთა რიცხვი, რომელთაც აღნიშნეს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სხვა მოსწავლის მიმართ განხორციელებული ჩაგვრისა და დაცინვის შემთხვევაში თავად არაფერი გაუკეთებია, 661-ია, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ კვლევაში მონაწილეთა კიდევ 21%-მა საერთოდ უარყო ასეთი ფაქტების არსებობა", - ნათქვამია კვლევაში. 

მოსწავლეებმა უმოქმედობის მიზეზებიც დაასახელეს.

უმოქმედობის 3 ძირითადი მიზეზი დასახელდა:

მოსწავლეებს არ სურდათ ძალადობაში ჩართვა (შემთხვევათა 27.1%);

მოსწავლეებმა არ იცოდნენ, რა მოემოქმედებინათ, ან გაეკეთებინათ (შემთხვევათა 19.7%);

მოსწავლეებმა იფიქრეს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სხვა ადამიანებს გააგებინებდნენ, ისინი მაინც არაფერს გააკეთებდნენ (შემთხვევათა 11.6%)

 საგულისხმოა, რომ მაღალია იმ მოსწავლეების ხვედრითი წილი, ვისაც გაუჭირდა აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემა.

ნახევარზე მეტ შემთხვევაში (54.5%) რესპონდენტები უარყოფენ, რომ ოდესმე ყოფილან ჩაგვრის/დაცინვის მსხვერპლი. თუმცა, „აღიარების“ მაჩვენებელი 44.3%-ია.

„იმ რესპონდენტებმა, რომლებმაც მიუთითეს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მათ მიმართ განხორციელებული ჩაგვრის ან დაცინვის შემთხვევაში არაფერი მოუმოქმედებიათ, ასევე დაასახელეს უმოქმედობის მიზეზები. ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი აქვს იმ რესპონდენტებს, ვისაც გაუჭირდა პასუხის გაცემა (შემთხვევათა 42.1% - 262 შემთხვევა). თანაბარი ხვედრითი წილი აქვს ორ ფაქტორს (ორივე 63-63 შემთხვევა): ა) რესპონდენტებმა არ იცოდნენ, ვისთვის მიემართათ, ან რა გაეკეთებინათ; ბ) რესპონდენტებისთვის, ვინმეს ინფორმირება ჩაგვრის/დაცინვის შესახებ, ამბის მიტანასთან ასოცირდება - რაც მათთვის მიუღებელია (იხ. ცხრილი №5.8)“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^