Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო

28 ივნისი, 2018 17:14

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო. მოსამართლე შორენა გუნცაძემ განაჩენი დღეს გამოიტანა.

მოსამართლემ ყოფილი პრეზიდენტი ორივე ბრალში - ძალადობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, ასევე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებაში დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით, საბოლოოდ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.  მიხეილ სააკაშვილს ასევე ჩამოერთვა 2 წლითა და 3 თვით თანამდებობის დაკავების უფლებაც.

მიხეილ სააკაშვილს ბრალად ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება ედება. საუბარია 2005 წელს დეპუტატ ვალერი გელაშვილზე მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმასა და მისი ცემის ფაქტზე. 

ამ საქმეზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი უკვე გამოუტანა შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს, სოდ-ის ყოფილ უფროსს, ერეკლე კოდუასა და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილ უფროსს, გია სირაძეს. მერაბიშვილს 6 წლითა და 9 თვით, ერეკლე კოდუასა და გია სირაძეს კი 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^