Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა გახდა საზმაუს პრიორიტეტების განხილვაზე დაპირისპირების მიზეზი - კაკაბაძე შეხვედრის შესახებ

29 ივნისი, 2018 14:58

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მაუწყებლის 2018-2021 წლების პროგრამულ პრიორიტეტებზე იმსჯელა. 

შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ხმაური მოჰყვა უმცირესობების შესახებ პროგრამული პრიორიტეტების განხილვას. 

LIVE ► დაპირისპირება საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტების განხილვაზე

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ნინია კაკაბაძე „ლიბერალთან“ საუბარში ჰყვება, რომ პროგრამული პრიორიტეტების განხილვისას ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი აღმოჩნდა პუნქტი, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხებოდა. 

„ჩანაწერში იყო ლგბტ თემი, ემიგრანტების თემა და ქალთა უფლებები. ჩემი ინიციატივა იყო ამ ჩამონათვალის არსებობა. ამას ვხსნი იმით, რომ დღეს ამ ჯგუფების უფლებები ყველაზე მეტად არის დარღვეული და მათ სჭირდებათ ყველაზე მეტად მხარდაჭერა. საზოგადოებრივი მაუწყებელი არის სწორედ ის მედიასაშუალება, რომელიც სწორედ საზოგადოებრივ საწყისებზე დგას და პირველ რიგში, მისი ვალდებულებაა საგანმანათლებლო ხასიათის  გადაცემების წარმოება. ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ მენეჯმენტისთვის და ტელევიზიისთვის ძალიან კონკრეტული მითითება უნდა მიგვეცა. ამ მიმართულებით ყველაზე მეტად უნდა იმუშაონ, რადგან ეს არის დღეს ყველაზე მტკივნეული და კრიტიკული საკითხები ჩვენ ქვეყანაში", - ამბობს ნინია კაკაბაძე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^