Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნატა ძველიშვილი: ჩნდება ეჭვი, რომ საზმაუს პრიორიტეტების დოკუმენტი უმოქმედო იქნება

29 ივნისი, 2018 15:37

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის, ნატა ძველიშვილის თქმით, საზმაუს პროგრამული პრიორიტეტების დოკუმენტს აკლია დასაბუთება და ჩნდება ეჭვი, რომ დოკუმენტი უმოქმედო იქნება.

„საერთოდ ვერ ვხედავ, საიდან მოვიდა ეს პრიორიტეტები. არ ჩატარებულა კვლევა, როგორც გამოჩნდა. რჩება შთაბეჭდილება, რომ 9 წევრი საბჭოში დაჯდა და გადაწყვიტა, რა უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პრიორიტეტები მომდევნო სამ წელიწადში“, - მიიჩნევს ძველიშვილი.

ნატა ძველიშვილის თქმით, პრობლემაა ისიც, რომ დოკუმენტში არ ჩანს პლატფორმების პრიორიტეტებიც. მაგალითად, რომელი გადაცემისთვის არის პრიორიტეტული პირველი არხი, მეორე არხი, რადიო, სოციალური ქსელი თუ ვებგვერდი.

„ეს დოკუმენტი არის ძალიან ზოგადი, რომელშიც ნებისმიერი თემა, რომელსაც დაასახელებ, შეუძლიათ თქვან, რომ აქ არის ასახული, მაგრამ კონკრეტულად როგორ უნდა იმუშაოს საზ. მაუწყებელმა მომდევნო სამ წელიწადში, საერთოდ არ იკითხება.

დოკუმენტს არ აქვს შეფასების კრიტერიუმები. რაც აქვს თანდართული - აბსოლუტურად გაუგებარია. მაგალითად, არხის რეიტინგის ზრდამ როგორ უნდა შეაფასოს შესრულდა თუ არა კონკრეტული პრიორიტეტი. ეს აჩენს ეჭვს, რომ ეს დოკუმენტიც ისეთივე უმოქმედო იქნება, როგორი უმოქმედოც იყო წინა პრიორიტეტები“, - ამბობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მაუწყებლის 2018-2021 წლების პროგრამულ პრიორიტეტებზე დღეს იმსჯელა. შეხვედრაზე უმცირესობების შესახებ პროგრამული პრიორიტეტების განხილვას ხმაურიც მოჰყვა.

რა გახდა საზმაუს პრიორიტეტების განხილვაზე დაპირისპირების მიზეზი - კაკაბაძე შეხვედრის შესახებ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^