Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სვანეთი ჰიდროს მხარდაჭერით მესტიაში შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა დაიწყო

29 ივნისი, 2018 16:02

დღეს სვანეთი ჰიდროს მხარდაჭერით, რომელიც სვანეთში მესტიაჭალა ჰესს აშენებს, კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს ჩაეყარა საფუძველი - შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის სარეაბილიტაციო ცენტრის მშნებელობა დაიწყო. ცენტრის მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მათ ოჯახებს მიაწოდოს მათთვის საჭირო სერვისები.

„პირველ ეტაპზე  სარეაბილიტაციო ცენტრი 150 ბენეფიციარს მოემსახურება. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის ცენტრი მესტიაში პირველად შენდება და პროგრამები ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების მიხედვით შეიქმნა. პროექტში 65 000 ლარზე მეტის ინვესტიციას ვახორციელებთ“, - განაცხადა სოფიო ნატროშვილმა. კომპანია სვანეთი ჰიდროს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა.

„მაღალმთიან რეგიონებში გონივრულად მისადაგებული სოციალური სერვისების შექმნა ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია. დღეს კი ამ პროექტს საფუძველი ჩაუყარა კომპანია სვანეთი ჰიდრომ და ეს არის მთლიანად მესტიის თემზე, მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისი, რომელიც დღემდე მესტიაში არ არსებობდა. შემოდგომისთვის მესტიის მოსახლეობას ექნება საშუალება  მაღალ პროფესიული კადრებით დაკომპლექტებული ცენტრით და ევროპული სტანდარტის მოსმსახურებით ისარგებლონ“, - პროექტიის კოორდინატორი, ნანა ლომაძე.

 „მესტიაში სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა პირადად ჩემთვის არის მნიშვნელოვანი. მე ვარ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის დედა. ბავშვი თითქმის ყოველ 2 თვეში ერთხელ მსგავსი ტიპის ცენტრში თბილისში დამყავდა. ეს რა თაქმა უნდა, სხვადასხვა სირთულეებთან არის დაკავშირებული. ყოველთვის ვერც ვახერხებდით დედაქალაქში გამგზავრებას. მესტიაში ისეთი ოჯახებიც არსებობს, რომლებიც საერთოდ ვერ დადიან თბილისში. ამ ცენტრის მშენებლობის დასრულების შემდეგ მესტიის მოსახლეობა ადგილზე მივიღებთ იმავე სერვისს - ეს არის ძალიან საჭირო საქმე და დიდი მხარდაჭერა“, - აცხადებს დაბა მესტიის მკვიდრი, მზია ნიგურიანი.

აღსანიშნავია, რომ კომპანია სვანეთი ჰიდრო ადგილობრივი მოსახლოების მხარდასაჭერად და გასაძლიერებლად სხვადასხვა მიმართულების სოციალურ პროექტებზე მუშაობს, მათ შორის მნიშვნელოვანია  განათლების, სპორტისა და ტურიზმის ხელშეწყობა. სვანეთი ჰიდრომ მესტიის მოსახლეობის მხარდასაჭერად ამ დრომდე 1 მლნ. ლარზე მეტის სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^