Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„კვირის ბოლომდე ყველა საგამოცდო ცენტრი იქნება აღჭურვილი კონდიციონერებით“ - ჩხენკელი

02 ივლისი, 2018 11:16

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ საგამოცდო ცენტრების კონდიცირების სისტემით აღჭურვა უკვე დასრულდა და კვირის ბოლომდე ყველა საგამოცდო ცენტრში იქნება კონდიციონერი.

„ვენტილატორები ყველა სკოლაშია. ასევე, წყლის დისპენსერები ყველა ცენტრშია. ყველა პირობაა შექმნილი, რათა გამოცდებმა ჩაიაროს მშვიდად. რადგანაც 2-დან 5 ივლისის ჩათვლით გამოცხადებულია ატიპიური მაღალი ტემპერატურა. ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ 2-დან 5 ივლისის ჩათვლით გამოცდები ჩატარდება მხოლოდ დილის ცვლაში და უკვე ამ კვირის ბოლომდე ყველა ცენტრი იქნება აღჭურვილი კონდიციონერებით. 

წელს პირველი წელია 14 წლის განმავლობაში, როდესაც ცენტრების კონდიცირება ხდება. პირველად დავძარით ეს საკითხი, რომ კონდიციონერები შემოგვეტანა. მთავარი გამოწვევა გახლავთ ის, რომ სკოლები, სადაც საგამოცდო ცენტრებია, ელექტროქსელი ვერ უძლებს კონდიცირების დატვირთავას. რადგანაც 2-დან 5 ივლისის ჩათვლით გამოცხადდა ატიპიურად მაღალი ტემპერატურა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, გარედან შეგვეყვანა კაბელი, რომ ელექტროსისტემამ გაუძლოს კონდიციონერების დატვირთვას. გამოსაცვლელი ელექტროქსელი ყველა სკოლაშია და ეს აუცილებლად მოხდება ყველა სკოლაში მომდევნო წლისთვის“, - აღნიშნა საქართველოს განათლების მინისტრმა 1tv.ge-თან საუბარში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 ივლისი
16 ივლისი

ქართველმა მოსწავლეებმა მათემატიკის საერთ ...

მათემატიკის  59-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებმა ერთი ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპ ...
16 ივლისი
16 ივლისი

სოზარ სუბარი და მიხეილ ჩხენკელი პრემიერ- ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ორი ახალი მრჩეველი ჰყავს. რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრი ...
16 ივლისი
16 ივლისი

იტალიის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვ ...

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში იტალიის პრეზიდენტის, სერჯო მატარელას დახვედრის ოფიც ...
^