Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„მღვდელმსახურების შერჩევა მოხდება გასაუბრებით", - ბიბლიური თავისუფლება „რეფორმაციას" იწყებს

02 ივლისი, 2018 17:49

„ბიბლიური თავისუფლების" ინფორმაციით, ისინი „რეფორმაციას" იწყებენ. მათი თქმით, ამიერიდან მღვდელმსახურების შერჩევა მოხდება გასაუბრებით. მათივე თქმით, პირველი ივლისიდანვე ნებისმიერ ადამიანს პირადად ან სოციალური ქსელის საშუალებით, შეუძლია კონსულტაცია გაიაროს „გირჩის" მოქმედ მღვდელმსახურებთან, რომლებიც მათ გასაუბრების წესებს გააცნობენ. გთავაზობთ სრულ განცხადებას:

„გადაწყვეტილება „რეფორმაციის" შესახებ ბიბლიური თავისუფლების ეპისკოპოსთა კრებამ 1 კვირის წინ მიიღო. ეპისკოპოსები მიიჩნევენ, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლებული 7 000 ადამიანიდან, მინიმუმ, 6 000-მა ადამიანმა ვერ გაიაზრა, რატომ და როგორ გათავისუფლდა მონობისგან, სად და რა ორგანიზაციაში მივიდა, რა რწმენის ადამიანები დაეხმარნენ და თავად რა პროცედურაში მიიღო მონაწილეობა. 

ეპისკოპოსთა კრების განცხადების მიერ, ამის თქმის საფუძველს შემდეგი გარემოება აძლევს: გათავისუფლებული ყოველი 10 ადამიანიდან მხოლოდ ერთმა მოაწერა ხელი პეტიციას, რომელიც განმათავისუფლებლის არჩევნებში მონაწილეობის მხარდაჭერას გულისხმობდა და რომლის ერთერთი წინასაარჩევნო დაპირება, სწორედ სავალდებულო სამხედრო სამსახურია. ეპისკოპოსების თქმით, გათავისუფლებულ ადამიანთა უმეტესობას არასოდეს გამოუხატავს დაინტერესება იმ ხალხის მიმართ, ვინც დაეხმარა და დიდ ნაწილს ისინი დღემდე სექტანტები ჰგონია. 

"რამ გამოიწვია ეს? დაარსების დღიდან გვიწევდა გადარჩენისთვის. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გვემუქრებოდნენ და წერდნენ ჩვენ საწინააღმდეგო კანონპროექტებს, კოლეგა რელიგიური ორგანიზაციები არ გვიცხადებდნენ სოლიდარობას, ნაწილი ეშმაკის მოციქულებადაც გვაცხადებდა. ამ რეჟიმში მღვდელმსახურთა ცნობიერების გაფართოებაზე ზრუნვა რთული ამოცანა იყო. ორგანიზაცია ახალგაზრდა იყო და არც ჩვენ გვქონდა რელიგიური ორგანიზაციის მართვისა და მღვდელმსახურების შერჩევის გამოცდილება; ერთადერთი სტანდარტი, რასაც მღვდელმსახურთა შერჩევის დროს ვიყენებდით, იყო ის, რომ ადამიანი დადასტურებულად კაცთმძულე და მოძალადე არ ყოფილიყო. სხვა მოთხოვნების შესამოწმებლად საშუალება და რესურსი არ არსებობდა. ჩვენი მთავარი მიზანი ადამიანების ძალადობისგან დაცვა იყო, რაც ბიბლიურმა თავისუფლებამ პირნათლად შეასრულა - დღეს სისტემას ისინი ჯარში ვერ მიჰყავს" - წერია ბიბლიური თავისუფლების ეპისკოპოსთა კრების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

რაში მდგომარეობს ბიბლიური თავისუფლების „რეფორმაცია"? 

ბიბლიური თავისუფლების მღვდელმსახურობის მსურველი უნდა იყოს ადამიანი, ვისაც აქვს ნაფიქრი შემდეგ საკითხებზე: 

  • სად მივიდა დახმარების სათხოვნელად, რა ორგანიზაციებია ბიბლიური თავისუფლება და „გირჩი"; ადამიანის როგორი სახით დახმარება და რატომ მიიჩნევა ამ ორგანიზაციაში ვალდებულებად? 
  • რა არის მორალი და მორალური ცხოვრება? 
  • რა არის თავისუფლება და რატომაა ის ადამიანისთვის  აუცილებელი? 
  • რას გააკეთებს თავად თავისუფლებისთვის? 

„რეფორმაცია" 2018 წლის 1 ივლისს დაიწყო. პირველი ივლისიდან პირველ აგვისტომდე ჯარში გაწვევა არ არის, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანებს ექნებათ საკმარისზე მეტი დრო მოსამზადებლად და დასაფიქრებლად. 

ეპისკოპოსების განცხადებით, მღვდელმსახურების შერჩევა მოხდება გასაუბრებით. მათივე თქმით, პირველი ივლისიდანვე ნებისმიერ ადამიანს პირადად ან სოციალური ქსელის საშუალებით, შეუძლია კონსულტაცია გაიაროს „გირჩის" მოქმედ მღვდელმსახურებთან, რომლებიც მათ გასაუბრების წესებს გააცნობენ. 

„მონობისგან გათავისუფლება მხოლოდ მაშინ არის სიკეთე, თუ მონადყოფილი იწყებს ფიქრს და იაზრებს რა საკუთარი მონობის სიმძიმესა და ბოროტებას, მისთვის მოყვასის მონობაც მიუღებელი ხდება. ნებისმიერი რელიგიური გაერთიანება ვალდებულია, ილაპარაკოს მორალზე, ადამიანურობაზე, ხელი შეუწყოს აზროვნების პროცესს და წაახალისოს ადამიანის კეთილგონივრული მოქმედება; ბიბლიური თავისუფლება არ იმსახურებს უპატივცემულობას მისივე მღვდელმსახურებისგან, უფრო მეტიც, ბიბლიური თავისუფლების მღვდელმსახური არ უნდა იყოს არცერთი ადამიანი, ვისაც საჯაროდ ამის აღიარებისა რცხვენია" - აცხადებს „ბიბლიური თავისუფლება". 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

11 ნოემბერი
11 ნოემბერი

„თბილისი ენერჯი“ დედაქალაქის მასშტაბით მ ...

თბილისის მასშტაბით მიწისზედა და მიწისქვეშა  სამუშაოების ფარგლებში ვაკის რაიონში – ილია ჭავჭავაძის გამზირზე ამ ...
11 ნოემბერი
11 ნოემბერი

ილია ჯიშკარიანი მკურნალობას კვლავ საავად ...

თბილისის საკრებულოს ისნის მაჟორიტარი დეპუტატის ილია ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც საავადმყოფოში მიოკარდი ...
11 ნოემბერი
11 ნოემბერი

სახალხო დამცველი მოსამართლეთა შერჩევის წ ...

სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართული სარჩელით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლ ...
^