Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აჭარის მთავრობის საარქივო სამმართველო ვაკანსიას დამსკანირებლის დამხმარის პოზიციაზე აცხადებს

03 ივლისი, 2018 15:16

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებამ - საარქივო სამმართველომ ვაკანსია „დამსკანირებლის დამხმარის" პოზიციაზე გამოაცხადა. 

ვაკანსიაში  რომელიც hr.gov.ge-ზე გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმებულის ანაზღაურება 355 ლარი იქნება. დამსაქმებელი პოტენციური დასაქმებულისგან უმაღლეს განათლებასა და რუსული ენის B2 დონეზე ცოდნას მოითხოვს. კანდიდატი განცხადებების გადარჩევისა და გასაუბრების საფუძველზე შეირჩევა. 

პოზიცია შემდეგ მოვალეობებს ითვალისწინებს:

•შეკვეთის ფურცლის საფუძველზე არქივის საცავიდან დასასკანერებელი საქმეების მიღება და საქმეების საბოლოოდ გაციფრულების შემდეგ დაბრუნება საცავში; •არქივსაცავიდან საქმეთა მიღებისას და დაბრუნების დროს საცავის თანამშრომლებთან ერთად თითოეული საქმის ფურცლების ნუმერაციისა და დოკუმენტების მდგომარეობის შემოწმების პროცესში მონაწილეობა. პასუხისმგებელია დასკანირებული, დაშლილი საქმეები სპეციალური აქტის საფუძველზე რესტავრაციის მიზნით გადასცეს შესაბამის სამსახურს; •უზრუნველყოფს საცავიდან გამოტანილი საქმეების თანაბრად გადანაწილებას, რათა დამსკანირებლებისათვის შესაძლებელი იყოს წინასწარ განსაზღვრული დღიური გეგმის შესრულება; •უფლებამოსილების ფარგლებში, ხელმძღვანელთა ცალკეული დავალებების შესრულება.

ვაკანსია დასაქმებულის მიმართ ითვალისწინებს შემდგომ მოთხოვნებსაც:

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები: მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, მოწესრიგებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა; - დროის ეფექტურად დაგეგმვის უნარი; - გუნდური მუშაობის უნარი; - დატვირთული რეჟიმით მუშაობის უნარი. - სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^