Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფინკა ბანკი მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაშია

04 ივლისი, 2018 12:37

დღეს ფინკა ბანკმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნა შესრულებულია და განაგრძობს ფინკას გლობალური მისიის შესრულებას საქართველოში. ბანკის მენეჯმენტის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით ყველა ფორმალური პროცედურა უკვე დასრულებულია.

როგორც ფინკა ბანკის კომერციულმა დირექტორმა გიორგი ნადარეიშვილმა განაცხადა, ფინკა ბანკმა უკვე გაზარდა საზედამხედველო კაპიტალი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ოდენობამდე. საზედამხედველო კაპიტალის შესაბამისობაში მოყვანა მოხდა როგორც ფინკას აქციონერების, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების  ფინანსური მონაწილეობით. 

„დღეს შეგვიძლია ოფიციალურად განვაცხადოთ, რომ ფინკაბანკისსაზედამხედველოკაპიტალისრულ შესაბამისობაშია ეროვნული ბანკის ახალ რეგულაციებთან. ფინკა ბანკისაქციონერები, FINCA Impact Finance-ის გლობალური საფინანსო ქსელის პარტნიორები, ყოველთვის გამოთქვამენუპირობომზადყოფნას,ფინკა ბანკი სრულად აკმაყოფილებდეს მარეგულირებლის მოთხოვნებს. ფინკა ბანკი განაგრძობს განვითარებას და მომხმარებლებზე ორიენტირებული, პასუხისმგებლიანი საბანკო მომსახურების შეთავაზებას“ - აღნიშნა გიორგი ნადარეიშვილმა. 

სააქციო საზოგადოება ფინკა ბანკი საქართველო უკვე 20 წელია საფინანსო მომსახურებას უწევს მომხმარებლებს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში, ფინანსური მომსახურება ხელმისაწვდომია 100 000-ზე მეტი მომხმარებლისათვის, რომელთა დიდი ნაწილი რეგიონების მკვიდრია.

ფინკა ბანკს ძლიერი საერთაშორისო ფინანსური პარტნიორები ჰყავს, როგორიცაა: FINCA International (USA), საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC, World Bank Group) (USA), KFW Bankengruppe- გერმანიის განვითარების ბანკი, FMO- ნიდერლანდების გაერთიანებული ბანკი, responsAbility Social Investments AG, და  Triple Jump. 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისთვის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის 12 მილიონი ლარიდან 50 მილიონ ლარამდე გაზრდის შესახებ შარშან განაცხადა. ბანკებმა ახალი ვალდებულებები 2018 წლის ბოლომდე უნდა შეასრულონ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^