Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„47 გრადუს სიცხეში ვმუშაობთ“ - მინის ქარხნის თანამშრომლები დახმარებას ითხოვენ

06 ივლისი, 2018 20:18

„ლიბერალი“ ესაუბრა ქსნის მინის ტარის ქარხნის თანამშრომელს. მისი თქმით, ქარხანაში მაღალი სიცხის გამო 12 საათიან მორიგეობაში მყოფი ადამიანებისთვის მუშაობა გაუსაძლისი გახდა. მინის ქარხნის თანამშრომელი ამბობს, რომ საამქროში დასაქებულებმა მიმართეს დირექტორს და  გაგრილებასთან დაკავშირებით ზომების მიღება სთხოვეს.

ახლა ტემპერატურა ავიდა 47 გრადისუზე და 43-ზე დაბლა არ ჩამოდის. როცა 47-ზე ვმუშაობდი ჩვეულებრივი ვენტილატორები მოგვიტანეს. ფიზიკურად შეუძლებელია, გაუსაძლია ასეთ პირობებში მუშაობა. სულ გადარბენაზე ვარ. ამაზეც ვთხოვეთ რომ ზომები მიეღოთ თუმცა პასუხად ჩვეულებრივი ვენტილატორი მოგვიტანეს და დირექტორი წავიდა შვებულებაში ორი კვირით. არც ერთი უფროსი არ ჩამოდის საამქროში. თვითონ კაბინეტებში კონდიციონერები აქვთ. 12 საათიანი გრაფიკით ვმუშაობთ როგორც იცით“, - ამბობს „ლიბერალთან“ მინის საამქროს თანამშრომელი დარინა ტოტოევა. 

მისივე თქმით, კომპანიამ რამდენიმე დასაქმებული ქალი საამქროში დააწინაურა, მათი საქმე კი ახალი კადრების აყვანის ნაცვლად ძველებს შეუთავსა - „გავაპროტესტეთ და გვითხრეს რომ თურქული სტანდარტების მიხედვით უნდა ვიმუშაოთო, რადგან იქ ასეაო. ხელფასი ერთი თეთრით არ მოუმატებიათ“. 

„შვებულება რომ გვინდა არ გვიშვებენ, შემცვლელები არ გვყავს რომ დაგვითხოვონ. ლოტოტრონში თვეების მიხედვით ყრიან შვებულებებს და ვის რომელი თვეც ამოუვა აუცილებლად იმ თვეში უნდა გავიდეს.

ქალები ვართ ხარისხის კონტროლიორები და ვახარისხებთ ბოთლს, დაგვიმატეს საქმე - აპარტებიდან პროცენტულად უნდა ამოვწეროთ ინფორმაცია ყოველ ერთ საათში რომ იმ კომპანიას გავუგზავნოთ მონაცემები. გამძლეობაზე შეგვაქვს ბოთლები. ფურცლებს ვაკონტროლებთ და ა.შ. კადრები არ დაუმატებიათ და ძალიან გადავიტვირთეთ“. 

 

ფოტო დარინა ტოტოევამ მოგვაწოდა. როგორც მან აგვიხსნა, ბლანკებზე ასახულია, რომ ორი ადამიანის ნაცვლად ერთი მუშაობს 2 ხაზზე

„ლიბერალი“ მინის ქარხნის კიდევ ორ დასაქმებულს ესაუბრა, მათ არ ისურვეს ვინაობის გასაჯაროება. 

დასაქმებული 1: რომ ვიყავით ხოლმე 6 ქალი, ახლა 3 ქალი ვართ სამსახურში, 8 საათი ვმუშაობდით, ახლა 12 საათს ვმუშაობთ და ასე... ვათენებთ ღამეს 40 და 43 გრადუსზე. მე ისეთი საქმე მაბარია, სულ დავდივარ, მაბარია 2 მანქანა, 6 აპარატი ის პატარა ვენტილატორები რომ დაგვიყენეს, ხომ არ ავიკიდებ და ისე ხომ ვერ ვატარებ? რა კონდიციონერი ორი საქმის ხელფასი არ მოუმატებიათ.

დასაქმებული 2: სადაც მე მიწევს მუშაობა 46 გრადუსამდეც ავიდა წინა 2 დღის განმავლობაში ტემპერატურა და სუნთქვაც კი გვიჭირდა. დირექტორმა გვითხრა, რომ ძალიან ძნელია ასეთი ქარხნების გაგრილებაო და შემომთავაზეთ წინადადებები, რასაც გავაკეთებო, ალბათ მიიღებენ რამე ზომებს. ახლა გვაქვს შვებულებების ბუმი, უჭირთ უკვე ხალხის გადანაწილება და არ ვიცი, რა რეჟიმით გვიწევს მუშაობა, ადრე გვიწევდა ზეგანაკვეთურზე მუშაობა და სიხარულით გავდიოდით ხოლმე და ახლა  ზეგანაკვეთურზე ვეღარ გავდივართ იმიტომ, რომ ჩვენ 12 საათი ვმუშაობთ. მაგალითად დღეს თუ დილის 9 საათზე დავიწყე მუშაობა ღამის 9-ზე ვამთავრებ, მომდევნო დღეს კი ღამის 9-ზე ვანახლებ მუშაობას და დილის 9-მდე ვაგრძელებ, შემდეგ კი 2 დღე ვისვენებ. 

კომპანიის პასუხი 

„ლიბერალი“ 2 დღის განმავლობაში ცდილობდა პასუხი მიეღო სააქციო საზოგადოებისგან „მინა“, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მეხუთე მინის ტარის მწარმოებელი კომპანიის „შიშეჯამის“ მფლობელობაშია. ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ 15 ივლისის შემდეგ გვიპასუხებდნენ.

„15 ივლისის შემდეგ გიპასუხებთ, მანამდე არა. არ მაქვს ამის უფლება. ისიც გაითვალისწინეთ, რომ თუკი თქვენი დაწერილი ფაქტები არ დადასტურდება, შესაბამისად მაგაზე გარკვეული პასუხისმგებლობა თქვენს ჟურნალსაც მიეცემა. ეს არის კერძო კომპანია, რომელსაც აქვს თავისი რეგულაციები, უცხოური კომპანიაა ეს და აქვს ეს რეგულაციები. კომპანია საქართველოს ტერიტორიაზე იმართება საზღვარგარეთიდან“, - განაცხადეს ადმინისტრაციაში. 

პროფკავშირი

დარინა ტოტოევა 2016 წელს  „მინის“ ქარხნის 29 დღიანი გაფიცვის ერთ-ერთი მონაწილეა. ის ასევე იყო მინის პროფკავშირის წევრი. „ლიბერალთან” ტოტოევმა გაფიცვის შემდეგ მუშების სამუშაო პირობებზე და ასევე მინის პროკავშირში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

„გახსოვთ, 29 დღიანი გაფიცვის შემდეგ ვითხოვდით 30 %-ით ხელფასის მატებას ასევე კოლექტიური ხელშეკრულების დადებას. აქედან მაშინვე დაგვიკმაყოფილებს ის რომ 6.7%-ით მოგვიმატეს ხელფასი და მას შემდეგ არაფერი დაგვმატებია. 

გაფიცვის შემდეგ როცა დავბრუნდით საამქროში სხვადასხვა სახის დისკრიმიანციას ჰქონდა ადგილი. პირადად ჩემ მიმართ პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციას ჰქონდა ადგილი. გადამზადებაზე უმაღლესი კრედიტები ავიღე და დაწინაურების ვარიანტი იყო, მითხრეს რომ დამაწინაურებდნენ თუ პროფკავშირებს დავტოვებდი. მივწერე პროფკავშირებს დისკრიმინაციის შესახებ. რეაგირება არ მოახდინეს და ისევ ისე გაგრძელდა  ყველაფერი. პროფკავშები არ დავტოვე და შესაბამისად არ დამაწინაურეს“. - ამბობს დარინა.

ის ასევე საუბრობს მინის პროფკავშირის თავმჯდომარის მხრიდან შესაძლო გადაცდომებზე. მისი თქმით, ის იანვრამდე ამ პროფკავშრის წევრი იყო (კომიტეტის წევრი) და ითხოვდა საერთო კრების გამართვას. ამ მოთხოვნით მან განცხადებით მიმართა პროფკავშირის დირექტორს და ასევე დაიწყო ხელმოწერების შეგროვება.

„მოვითხოვე საერთო კრების ჩატარება ხალხს აინტერესებს საწევრო გადასახადი რაში იხარჯება, რა კეთდება რა ვერ კეთდება და ა.შ. არ ატარებდა თავმჯდომარე საერთო კრებას. დავწერე  განცხადება თამვჯდოამრის სახელზე და დავიწყე ხელმოწერების შეგროვება. მოთხოვნა კრების გამართვას ეხებოდა. თავჯდომარე ძალიან გაბრაზდა და გადაწყვიტა, რომ თითქოს მე ადმინისტრაციამ მომისყიდა რომ პროფკავშირები დამეშალა, ასე დამატოვებინეს პროფკავშირი”. - ამბობს დარო ტატოევა. 

პროფკავშირის თავმჯდომარის პასუხი 

შრომის პირობებზე პროფკავშირის თავმჯდომარე თემურ სურამელაშვილი ამბობს, რომ კოლექტიური ხელშეკრულების ფარგლებში პროფკავშირის კომიტეტი ყოველი თვის 22 რიცხვში ხვდება დამსაქმებლებს, სადაც შრომის უსაფრთხოების საკითხებიც განიხილება

„მათ შორის ის ტემპერატურა ერთ-ერთი საკითხია პრემიების სისტემასთან და ხელფასების კორექტირებასთან ერთად, რომლებიც კოლექტიური ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული იმ ბენეფიტებთან ერთად, რაც მივიღეთ. ამ ეტაპზე ქარხნის გენერალური დირექტორი 28 ივნისიდან აღარ არის ქარხანაში შევბულებაში იმყოფება თურქეთში, ახლა ველოდებით დირექტორის ჩამოსვლას“, - ამბობს სურამელაშვილი 

პროფკავშირის თავმჯდომარის თქმით, შრომის ინსპექტორების საწარმოში შესვლამდე ან საწარმოო პროცესი უნდა  შეჩერდეს, ან დანადგარებთან სპეციალური გამწოვი უნდა დამონტაჟდეს.

„რომც გაჩერდეს მუშაობა, ბევრი თანამშრომლებისა ვერ მოცილდება სამუშაო ადგილს. გამწოვის დაყენება დამსაქმებელს მილიონი ლარი დაუჯდება თუ 3 ლარი ჩვენ არ გვაინტერესებს და უნდა გააკეთოს“ 

გაორმაგებულ სამუშაო დატვირთვაზე სურამელაშვილი ამბობს: დატვირთვა არის, მაგრამ მოუსწრებელი არაფერია ამაში, რომ თავის სამუშაო პერიოდში რაღაცას ვერ ასწრებდეს. ჩვენ, პროფკავშირის კომიტეტის წარმომადგენლებს ხალხთან საუბარი გვქონდა - თუ ატყობთ ამას, რომ თქვენ ვერ ასწრებთ თავ-პირს ნუ დაიმტვრევთ, უბრალოდ ჩვეულებრივად, როგორ შრომის პირობები ითვალისწინებს იმუშავეთ ისე, როგორც კი რამე პრობლემა გექნებათ, ჩვენ აუცილებლად დაგეხმარებით. 

ტოტოევას ნათქვამს, რომ შესაძლო დისკრიმინაციის ფაქტზე პროფკავშირზე რეაგირება არ მოუხდენია, სურამელაშვილი პასუხობს - „დარინა ტოტოევამ პროფკავშირს არ მიმართა, მან მომმართა პირადად მე“, - ამბობს პროფკავშირის თავმჯდომარე და აგრძელებს „როდესაც სემინარი მიმდინარეობდა, დარინა მომიყვა, რომ თურქი, რომელიც ჩამოსულია და ამ ახალ ტექნოლოგიებს და მეთოდებს აფუძნებს ქარხანაში, დარინას გაუნდო - აქ საქმეები სხვანაირად ხდებაო (ხელმძღვანელობას გულისხმობდა) და არ გაგახარებენო, დარინამ მთხოვა, რომ ამ ადამიანმა როგორც შინაურმა ისე მელაპარაკაო და ეს ისე უნდა გავაკეთოთ, რომ წყარო არ გამოჩნდესო -  ასე დადასტურება, არგუმენტის გარეშე რთული იქნებოდა“. 

ტოტოევას პროფკავშირიდან გარიცხვის საკითხზე კი სურამელაშვილი ამბობს, რომ მას ჰქონდა „ბევრი გადაცდომა, კომიტეტთან შეთანხმების გარეშე რეკვები აქეთ-იქით, რაღაც საქმეების მოგვარება, თანამშრომლების დაბარება და ა.შ.“ 

ტოტოევა კი ამბობს, რომ პროფკავშირის წესდებით, პროფკავშირის წევრს უფლება აქვს „ჰქონდეს საკუთარი აზრი პროფკავშირის მუშაობისა და ხელმძღვანელობის შესახებ. თავისუფლად დაიცვას და პრინციპულად დაიცვას საკუთარი პოზიცია“.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის 2014 წელს გამოცემული საწარმოო რეგლამენტის მიხედვით, 32.5 გრადუს ცელსიუსზე მუშაობა მხოლოდ ერთი საათით არის დაშვებული და ისიც მხოლოდ საოფისე პირობებში.

თუ რა ინტენსივობითაა დაშვებული სიცხეში მუშაობა დაშვებული იხილეთ ბმულზე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^