Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრემიერ-მინისტრი ჭუბერში ჩავიდა

06 ივლისი, 2018 13:01

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, სტიქიის ზონაში, სოფელ ჭუბერში ჩავიდა. პრემიერ-მინისტრი  მიმდინარე სამუშაოებსა და არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა. 

პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ვერტმფრენი დილით ჭუბერში ამინდის გაუარესების გამო ვერ დაჯდა. ამიტომ, დღეს პრემიერი სტიქიის ზონაში ზუგდიდიდან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან მაია ცქიტიშვილთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად მანქანით ჩავიდა. 

გუშინ მესტიის რაიონში, ჭუბერში, სადაც ნენსკრაჰესი შენდება, მთის ნაწილი ჩამოიშალა, რამაც მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა, დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია და სოფლებს შორის დამაკავშირებელი გზები. მდინარემ წაიღო რამდენიმე სახლი, თუმცა მსხვერპლი არ არის. რამდენიმე თემი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.   

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^