Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დუშეთში ამერიკელი ცოლ-ქმარი დაღუპული იპოვეს, მაშველები მათ შვილს ეძებენ

07 ივლისი, 2018 23:49

დუშეთში, საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი დაღუპული იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ დაკარგულ შვილს, 4 წლის ბავშვს ეძებს. რაიან სმიტი და მისი ოჯახი მარნეულში ცხოვრობდნენ. 

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სოფელ წკერეში რაიან სმიტის ავტომანქანა და ოჯახის პირადი ნივთები აღმოაჩინეს. მაშველებმა რაიან სმიტის ცოლის ლორას ცხედარი მდინარეში იპოვეს, გარდაცვლილი რაიანი კი მოგვიანებით ჩანჩქერთან აღმოაჩინეს. ხადას ხეობაში დაკარგულებზე, შსს-ს ცნობით, შეტყობინება 6 ივლისს შევიდა და მაშველებმა სამძებრო სამუშაოები მაშინვე დაიწყეს.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად, ერთ-ერთი დაკარგული ტურისტი ავტომანქანიდან დაახლოებით 3 კილომეტრში, ხევში, ჩანჩქერის ძირში გარდაცვლილი იპოვეს. დანარჩენი ორი ტურისტის სამძებრო და სამაშველო სამუშაოები რთული რელიეფისა და ღამის საათებში ცუდი ხილვადობის გამო შეჩერებული იყო.

სამუშაოები დღეს, დილიდან განახლდა. ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი ტურისტი - მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ცნობით, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებაში 25 მაშველი მონაწილეობდა.

„მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. მიმდინარე გამოძების ფარგლებში დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. პირველადი დათვალიერებით, არც ერთ გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება.

ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს ორმაგი მოქალაქის სტატუსი აქვთ მინიჭებული და რამდენიმე წელია, რაც საქართველოში ცხოვრობენ. სამძებრო სამუშაოები ხვალ დილიდან განახლდება“, - აცხადებს შსს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 თებერვალი
20 თებერვალი

სალომე ზურაბიშვილი ანგელა მერკელს შეხვდა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გერმანიაში ანგელა მერკელს შეხვდა.  &qu ...
20 თებერვალი
20 თებერვალი

პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის ის წევრები ...

საქართველოს საპატრიარქოს გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 20 თებერვალს პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის ის წევრები ...
20 თებერვალი
20 თებერვალი

ამერიკის სავაჭრო პალატის სპეციალური განც ...

საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. განცხად ...
^