Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტაილანდის მღვიმიდან ბავშვები, შესაძლოა, ელონ მასკის შექმნილი კაფსულით გამოიყვანონ

09 ივლისი, 2018 12:15

ტაილანდის მღვიმიდან ბაშვებისა და მათი მწვრთნელის გამოყვანას დღეს განაგრძობენ.

სამაშველო ოპერაცია წუხელ დროებით შეჩერდა. ამ დროისთვის, ტაილანდის სამხედრო ფლოტის ცნობით, მღვიმიდან 4 ბავშვია გამოყვანილი. ოპერაციის შეჩერების მიზეზი ჟანგბადის მარაგის ამოწურვა გახდა. 

როგორც The Guardian წერს, მღვიმიდან მოზარდების გამოყვანის ოპერაციაში ელონ მასკის ინჟინრებიც არიან ჩართული. მაშველებმა ბავშვები, შესაძლოა, ელონ მასკის შექმნილ სპეციალური კაფსულით გამოიყვანონ, რომლის გამოცდის ვიდეოებიც ბიზნესმენმა Twitter-ზე თავად გაავრცელა.


მასკის თქმით, კაფსულის გამოყენებამდე, ის ლოს ანჯელესში წარმატებით გამოსცადეს. ხოლო, მოგვიანებით, გარკვეული მოდიფიკაციებით ის საევაკუაციო დანიშნულებით კოსმოსშიც შეიძლება გმაოიყენონ.

მღვიმიდან გამოყვანილი ბავშვები საავადმყოფოში რჩებიან. მათი ვინაობა ჯერ-ჯერობით უცნობია, მოზარდების მონახულების უფლება ოჯახის წევრებსაც არ მისცეს. მთავრობის განცხადებით, ბავშვებს სტაციონარში მინიმუმ 48 საათით გააჩერებენ.

მღვიმეში 12 ბავშვმა და მათმა მწვრთნელმა 2 კვირაზე მეტი დრო გაატარეს. ბავშვების ასაკი 11-დან 16 წლამდეა, მწვრთნელი კი 25 წლისაა. ისინი ბრიტანელმა მყვინთავებმა მღვიმეში, 4 კილომეტრის სიღრმეში 10-დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.

შესწორება: თავდაპირველად, ტექსტში ეწერა, რომ „მოზარდები ელონ მასკის შექმნილი კაფსულით გამოჰყავთ“, მასკის ინჟინრები ტაილანდის ხელისუფლებასთან თანამშრომლობენ, მაგრამ გუშინ გამოყვანილი 4 ბავშვის გადარჩენის ოპერაციაში კაფსულა არ გამოუყენებიათ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^