
ქართველი ოძეკი ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძემ) ნაგოია ბაშოს მეორე ორთაბრძოლაში ჩიონოკუნი დაამარცხა. დღემდე ლევანს აღნიშნულ მეტოქესთან შეხვედრებში 5:1 ჰქონდა უპირატესობა.
ტოჩინოშინმა პირველ შეხვედრაზე გუშინ იკიოი დაამარცხა.
ტოჩინოშინმა გაზაფხულის ნაცუ ბაშო 13 გამარჯვებით დაასრულა და ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ტოჩინოშინი პირველი ქართველი და მესამე ევროპელი სუმოისტია, ვინც ოძეკის წოდება მიიღო.