Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წულუკიანი: ჩემი ნათესავი შალვა თადუმაძე არ არის, მე ვარ მისი შვილის ნათლია

09 ივლისი, 2018 16:46

„ჩემი ნათესავი შალვა თადუმაძე არ არის. მე ვარ მისი შვილის ნათლია" - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. იუსტიციის სამინისტრომ საპროკურორო საბჭოს მიერ მთავარი პროკურორის პოსტზე მხარდაჭერილი სამი კანდიდატი, მათ შორის შალვა თადუმაძე, მთავრობას წარუდგინა. 

„მე ის გავიცანი პოლიტიკურ ბრძოლაში 2012 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილის გარშემო ჩვენ ვიყავით იურისტების ჯგუფი შემოკრებილი, რომლებმაც ქართულ ოცნებასთან ერთად ვიბრძოლეთ და დავამარცხეთ ნაციონალური მოძრაობა" - წულუკიანის კომენტარს „ტაბულა" ავრცელებს.

შალვა თადუმაძე 2018 წლის 12 აპრილიდან მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს. მანამდე, 2012 წლიდან საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი იყო. 2012 წლამდე კი საადვოკატო საქმიანობით იყო დაკავებული. სწორედ ის იყო ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, როცა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად სასამართლოში იბრძოდა. 

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის 3 კანდიდატი შესთავაზა: ნინო გოგნიაშვილი, შალვა თადუმაძე და შალვა შავგულიძე. ისინი იუსტიციის სამინისტრომ მთავრობას წარუდგინა. თუ მათ მინისტრთა კაბინეტის მხარდაჭერაც მიიღეს, ისინი დასამტკიცებლად პარლამენტს წარედგინება. საკანონმდებლო ორგანომ მთავარი პროკურორი ფარული კენჭისყრით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით უნდა აირჩიოს.

მთავარი პროკურორის თანამდებობაზე სულ 21 კანდიდატი წარადგინეს, საიდანაც სამმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამდებობიდან 31 მაისს, მას შემდეგ გადადგა, რაც ხორავას ქუჩაზე ერთ-ერთი მოკლულის დავით სარალიძის მამამ პროკურატურა მისი შვილის საქმის არაობიექტურ გამოძიებაში დაადანაშაულა და პროკურატურასთან საპროტესტო აქცია დაიწყო.

იუსტიციის სამინისტისტრომ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის 3 კანდიდატი წარუდგინა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 აგვისტო
19 აგვისტო

„განახლებული ოკუპაცია“ და გატაცებული ახა ...

17 აგვისტოს გორის რაიონის სოფელ ახალუბანში რუსმა სამხედროებმა შვიდი ადგილობრივი ახალგაზრდა იმ დროს გაიტაცეს, როცა ისინი ...
19 აგვისტო
19 აგვისტო

დეპუტატი ბიძინა გეგიძე სუსში დაბარებას მ ...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბიძინა გეგიძემ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე და ...
17 აგვისტო
17 აგვისტო

ნიკა გვარამიამ ახალი ტელევიაზია საჯარო რ ...

ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“, როგორც იურიდიულმა სუბიექტმა, ფუნქციონირება უკვე დაიწყო. როგორც მისი დამფუძნებ ...
^