Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოტო ► ავსტრალიაში 4,71 მეტრი სიგრძის ნიანგი იპოვეს

10 ივლისი, 2018 16:34

ჩრდილოეთ ავსტრალიაში რეინჯერებმა გიგანტური ნიანგი იპოვეს, რომელიც 600 კილოს იწონის და სიგრძეში 4,71 მეტრია. 

CNN-ის ინფორმაციით, ნიანგი, რომელიც სავარაუდოდ 60 წლისაა, მდინარე კეტრინის სანაპიროზე იპოვეს. იგი ყველაზე დიდი ნიანგია, რაც კი ამ რეგიონში დაუჭერიათ - 2011 წელს დაჭერილი ნიანგი სიგრძეში 4,6 მეტრს აღწევდა. 

მიუხედავად იმისა, რომ მლაშე წყლის ნიანგის საშუალო სიგრძე 5 მეტრია, ასეთი ზომის მტაცებელს იშვიათად თუ იჭერენ.

„გარემოსდამცველები ნიანგს 2010 წლიდან ეძებენ, მას შემდეგ რაც იგი პირველად შეამჩნიეს", ამბობს Wildlife Operations-ის დირექტორი. მისი თქმით, ნიანგი ადამიანებისგან განრიდების მიზნით დაიჭირეს. მას კეტრინის რეგიონში ნიანგების ფერმაში გადაიყვანენ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^