Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა ვითარებაში დახოცეს სმიტების ოჯახი - პროკურატურის ვერსია

11 ივლისი, 2018 13:19

სმიტების ოჯახის 3 წევრის მკვლელობის საქმის პროკურორი დავით ყაზარაშვილი საქმის დეტალებზე საუბრობს. მისი ინფორმაციით, 17 წლის მალხაზ კობაურმა რაიან მაიკლ სმიტის მკვლელობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სმიტმა იარაღის დაუდევრად გამოყენების გამო შენიშვნა მისცა. როგორც პროკურორმა აღნიშნა, კობაურმა ჯერ მაიკლ სმიტი მოკლა, შემდეგ მის ცოლს დაედევნა მოსაკლავად, ბოლოს კი თავის არეში მათ მცირეწლოვან შვილს ესროლა.  

„რაიან მაიკლ სმიტმა მალხაზ კობაურს სთხოვა ეჩვენებინა ჩანჩქერი, ვინაიდან ის ოჯახთან ერთად ტურისტული მიზნით იყო ასული ხადის ხეობაში. კობაური დათანხმდა და გაჰყვა მათ. ერთ-ერთი შეჩერებისას რაიან მაიკლ სმიტმა მას იარაღის დაუდევრად მოხმარების გამო შენიშვნა მისცა, რაზეც მალხაზ კობაური განაწყენდა და მისი მოკვლა გადაწყვიტა. კობაურმა სანადირო თოფი შემართა და 4 წლის შვილის თანდასწრებით, დამიზნებით ესროლა რაიან მაიკლ სმიტს ზურგის არეში, რის შემდეგაც ის დაეცა. კობაურმა განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, შემდეგ დამიზნებით ესროლა თავში რაიან მაიკლ სმიტს და მოკლა. ამავდროულად, ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით, გადაწყვიტა ლორა სმიტის და მისი მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაც. მან თოფიდან ამოიღო გასროლილი მასრები და ჩაალაგა საბრძოლო ვაზნები. ლორა სმიტი გაიქცა თავის გადასარჩენად, რა დროსაც გადავარდა სიმაღლიდან და გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდეგ მალხაზ კობაურმა თოფით თავის არეში ესროლა მცირეწლოვან ბავშვს, რის შემდეგაც ის ადგილზევე გარდაიცვალა. 

ამის შემდეგ კობაურმა გასროლილი მასრები მდინარეში გადაყარა. შემდეგ რაიან მაიკლ სმიტის ცხედარი გადააგდო მდინარეში და შემდეგ მცირეწლოვანი ბავშვის ცხედარი სხვა ნივთებთან ერთად გადააგდო თოვლის ზვავის შედეგად ბუნებრივად წარმოქმნილ ქვაბულში. ამის შემდეგ მალხაზ კობაურმა დატოვა შემთხვევის ადგილი და დანაშაულის იარაღი - თოფი დუშეთის რაიონის ერთ-ერთ სოფელში გადამალა“, - განაცხადა დავით ყაზარაშვილმა. 

სმიტების მკვლელობაში ბრალდებული: მე არ დამიხოცავს, ორი უცხოელი კაცი იყო და იმათ დახოცეს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 ნოემბერი
22 ნოემბერი

პირველად საქართველოში „საქართველოს ბანკი ...

მთელი საქართველოს ბანკმა JCB-ს ბარათების მიღების ლიცენზია მოიპოვა. საქართველოს ბანკი არის პირველი ბანკი ქვეყნის მასშტაბი ...
22 ნოემბერი
22 ნოემბერი

სააპელაციო სასამართლომ წარსულში ჯაშუშობი ...

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ფოტორეპორტიორების საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. სასამართლომ წარსულში ჯაშუშო ...
22 ნოემბერი
22 ნოემბერი

„პოლიტიკური მოტივაციაზე ვერაფერს ვიტყვით ...

ენმ-ის ოფისში აცხადებენ, რომ ონში მათი პარტიის წარმომადგენლის დაჭრის ფაქტზე ჩხუბის მოტივი მათთვის უცნობია. შემთხვევ ...
^