Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მესტიაში 25 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს

11 ივლისი, 2018 14:28

მესტიაში 25 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს. შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევა 11 ივლისს ღამით მოხდა. 

„გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 11 ივლისს, მესტიაში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში ლ.ფ.-ს და მის ორ მეგობარს დაუდგენელმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ კი ლ.თ. ცივი იარაღით დაჭრეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ" - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მათი თქმით, მესტიის რაიონული საავადმყოფოდან შევიდა შეტყობინება, რომ სამედიცინო დაწესებულებაში გულ-მკერდის არეში მიყენებული ჭრილობით 1993 წელს დაბადებული ლ.ფ. შეიყვანეს. დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში ლ.ფ. გარდაიცვალა.

საქმეს სამინისტრო სს კოდექსის 108-ე მუხლით იძიებს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^