Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხადის ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიებაში საქართველოს დახმარებას FBI გაუწევს

11 ივლისი, 2018 14:58

ხადის ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიებაში საქართველოს დახმარებას FBI უწევს, - ამის შესახებ „ლიბერალს“ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში განუცხადეს.

ცოლ-ქმრისა და 4 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულ მწყემსს, მალხაზ კობაურს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

ბრალდებულის თქმით, სმიტების ოჯახის წევრები მას არ მოუკლავს და „იქ ორი უცხოელი მამაკაცი იყო“. 

„ისინი მე არ დამიხოცავს. ორი უცხოელი მამაკაცი იყო და იმათ დახოცეს. მე დამემუქრნენ, რომ ოჯახს ამომიწყვეტდნენ“, - განაცხადა კობაურმა.

პროკურორ დავით ყაზარაშვილის თქმით, მალხაზ კობაურმა რაიან მაიკლ სმიტის მკვლელობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სმიტმა იარაღის დაუდევრად გამოყენების გამო შენიშვნა მისცა. როგორც პროკურორმა აღნიშნა, კობაურმა ჯერ მაიკლ სმიტი მოკლა, შემდეგ მის ცოლს დაედევნა მოსაკლავად, ბოლოს კი თავის არეში მათ მცირეწლოვან შვილს ესროლა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^