Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად აირჩიეს

11 ივლისი, 2018 17:04

ბერლინში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 27-ე ყოველწლიური სესია დასრულდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სესიის ბოლო დღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი წერეთელი, ერთი წლის ვადით, პრეზიდენტად აირჩია.

გიგი წერეთელი პრეზიდენტის მოვალეობას 2017 წლიდან ასრულებდა.

„ხუთი დღის განმავლობაში, საპარლამენტო ფორუმზე 57 ქვეყნის 300-მდე დელეგატმა, ეუთოს სივრცეში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელა და შესაბამისი რეზოლუციები მიიღო.

სესიის ბოლო დღე ბერლინის დეკლარაციის მიღებას და ორგანიზაციის საკადრო საკითხების გადაწყვეტას დაეთმო.

ფარული კენჭისყრის შედეგად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ, პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი გიგი წერეთელი, ერთი წლის ვადით, პრეზიდენტად აირჩია.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის მოვალეობას გიგი წერეთელი 2017 წლის ნოემბრიდან ასრულებდა, მას შემდეგ რაც მოქმედი პრეზიდენტის, ავსტრიის პარლამენტის წევრის, კრისტინე მუტონენის პარტიამ არჩევნების შედეგად საკმარისი ხმები ვერ მიიღო“, - ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^