Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბახტაძე ჟორჟოლიანის იდეაზე: ჩვენი ინიციატივები გადასახადების შემცირებას გულისხმობს

11 ივლისი, 2018 18:57

ჩვენი ინიციატივების დიდი ნაწილი გადასახადების შემცირებას გულისხმობს, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის, გია ჟორჟოლიანის ინიციატივის შესახებ დასმულ შეკითხვას, რომელიც 2500 ლარს ზევით არსებული ხელფასის 30%-ით დაბეგვრას შეეხება.

„ჩვენ წარვადგინეთ ჩვენი ხედვა პარლამენტში, სადაც ჩვენი ინიციატივების დიდი ნაწილი გულისხმობს გადასახადების შემცირებას. შესაბამისად, ეს არის ჩვენი ხედვა იმის შესახებ, როგორ უნდა განვავითაროთ ეკონომიკა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ფრაქცია „ქართულ ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი გამოდის ინიციატივით, რომ 2500 ლარს ზევით არსებული ხელფასი 30%-ით დაიბეგროს. 

-

 „ლიბერალის“ კითხვაზე, რამდენადაა შესაძლებელი დღევანდელი კონსტიტუციის პირობებში გია ჟორჟოლიანის იდეის განხორციელება, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ამბობს, რომ ეს ფაქტობრივად შეუძლებელია, ვინაიდან კონსტიტუციის 94-ე მუხლის მიხედვით, გადასახადის გაზრდას რეფერენდუმის ჩატარება სჭირდება.

კონსტიტუციის 94-ე მუხლის მე-4 პუნქტი:

საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღება, გარდა აქციზისა, ან საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის სახის მიხედვით არსებული განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით, გარდა ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. რეფერენდუმის დანიშვნის ინიცირების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს მთავრობას.

„როდესაც საუბარია, რომ 2500 ლარზე მეტი ხელფასი 30%-ით დაიბეგროს და 2500 ლარი რაღაც საოცნებო ხელფასად არის წარმოდგენილი, რომელიც სინამდვილეში არის 1000 ევროზე ნაკლები და ბევრ ევროპულ ქვეყანაში ამაზე მეტი არის პენსია, 2500 ლარი ბატონ გიას მიაჩნია მილიონად.

ერთიანი საგადასახადო განაკვეთი, საშემოსავლოს 20%, რაც დღეს მოქმედებს, არის დამზღვევი იმისა, რომ არ მოხდება შემოსავლების დამალვა, რაც ამ გადასახადების შემოღებამდე ტრადიცია იყო - ე.წ. კონვერტებით ხელფასის დარიგების პრინციპი საქართველოს მსგავს ქვეყნებში არის დამკვირდრებული ნორმა და ამ ერთიანი საგადასახადო განაკვეთის შემოღებით ეს პრაქტიკა მოისპო“, - ამბობს გოცირიძე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^