Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კახა კოჟორიძე: წულუკიანმა პროკურატურის შესახებ კანონი დაარღვია

11 ივლისი, 2018 19:03

ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, კახა კოჟორიძის შეფასებით, თეა წულუკიანმა პირდაპირ დაარღვია პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონი, რადგან სამოქალაქო საზოგადოებასთან, აკადემიურ წრეებთან და სხვებთან მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე კონსულტაციები არ გაუმართავს. 

მისივე თქმით, წულუკიანმა ვერ მოახერხა, რომ პროკურორი შერჩეულიყო ისეთი პროცესით, რომელიც პროკურატურას მოუტანდა ნდობას.

„მინდა გითხრათ, რომ იმ მოვლენების შემდეგ, რომლებმაც გამოიწვია მთავარი პროკურორის ვადაზე ადრე გადადგომა, სახელმწიფოს წინაშე იდგა ამოცანა, რომ ახალი მთავარი პროკურორი შერჩეულიყო ისეთი პროცესით, რომელიც პროკურატურას მოუტანდა ნდობას, თუმცა, სამწუხაროდ, როგორც თავიდანვე იყო ვარაუდი, იუსტიციის მინისტრმა ამ ამოცანის შესრულებას თავი ვერ გაართვა. უფრო მეტიც, პირდაპირ გეტყვით როგორც იურისტი, რომ მან პირდაპირ დაარღვია პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონი, რომელიც ამბობს, რომ იუსტიციის მინისტრი ვალდებულია, ერთი თვის განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოებასთან, აკადემიურ წრეებთან და სხვებთან აწარმოოს კონსულტაციები. ასეთი კონსულტაციები არ შემდგარა, და ამის შემდეგ მან დაასახელა სამი კანდიდატი და ბოლოს ჩვენ დღეს დავინახეთ, რომ, სამწუხაროდ, საპროკურორო საბჭომ არ წარმართა პროცესი გამჭვირვალედ, სადაც საზოგადოებას ექნებოდა შესაძლებლობა, რომ, ერთი მხრივ, მოესმინა ის კითხვები, რაც არსებობდა კანდიდატებთან მიმართებაში და მოესმინა პასუხებიც. მთლიანობაში ეს იყო ცუდი პროცესი, რომელიც ნდობის გაზრდას პროკურატურის მიმართ ვერ შეუწყობს ხელს“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ. 

საპროკურორო საბჭომ დღეს ფარული კენჭისყრით მთავარი პროკურორის პოსტზე შალვა თადუმაძის კანდიდატურა შეარჩია. საბჭოს წევრებმა თადუმაძე ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით შეარჩიეს. 

NGO-ები მთავარი პროკურორის არჩევის შეჩერებას მოითხოვენ

მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესს არასამთავრობო სექტორმა ბოიკოტი გამოუცხადა. „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის", რომელიც 30-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, მთავარი პროკურორის არჩევის შეჩერებას მოითხოვდა.

NGO-ების განცხადებით, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ცხადყო, რომ პროკურატურისა და საგამოძიებო სისტემის არსებული მოდელი შესაცვლელია, რადგან ვერ პასუხობს დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და პროფესიონალიზმის კუთხით არსებულ გამოწვევებს. ასევე ვერ მოხდა პროკურატურის დეპოლიტიზება, რაც საზოგადოების ნდობაზე აისახება.

მიმართვა პრემიერს: მთავარი პროკურორის მანკიერი წესით შერჩევის პროცესი უნდა შეჩერდეს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 ივლისი
16 ივლისი

ქართველმა მოსწავლეებმა მათემატიკის საერთ ...

მათემატიკის  59-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებმა ერთი ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპ ...
16 ივლისი
16 ივლისი

სოზარ სუბარი და მიხეილ ჩხენკელი პრემიერ- ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ორი ახალი მრჩეველი ჰყავს. რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრი ...
16 ივლისი
16 ივლისი

იტალიის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვ ...

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში იტალიის პრეზიდენტის, სერჯო მატარელას დახვედრის ოფიც ...
^