Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბახტაძე: სსიპ-ებთან და აიპ-ებთან დაკავშირებით ფუნდამენტურ ცვლილებებს ვაპირებთ

11 ივლისი, 2018 19:56

„სსიპ-ებთან, აიპ-ებთან დაკავშირებით, ზოგადად, პოლიტიკასა და მიდგომებში ფუნდამენტურ ცვლილებებს ვაპირებთ", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რელიგიის სააგენტოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან შერწყმის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ გაცხადებულ ცვლილებებს აქვს მხარდაჭერა და ეს ასეც მოხდება, თუმცა არსებობს გარკვეული პროცედურული საკითხები.

„ჩვენ სსიპ-ებთან და აიპ-ებთან დაკავშირებით ზოგადად ვაპირებთ ფუნდამენტურ ცვლილებებს პოლიტიკაში და მიდგომებში. ვფიქრობთ, ამ კუთხით საკმაოდ მნიშვნელოვანი რესურსია იმისთვის, რომ ჩვენ ამ მიმართულებით გაწეული ხარჯებიდან მივიღოთ გაცილებით უკეთესი ეფექტი და უფრო ეფექტური ბიუროკრატია. ამ მიმართულებით, ბუნებრივია, ნაბიჯები გადაიდგმება და ეს არ ეხება მხოლოდ რელიგიის სააგენტოს, ვსაუბრობ ზოგადად სსიპ-ებსა და აიპ-ებზე. შესაძლოა, გაუქმდეს, გაერთიანდეს, განვახორციელოთ ოპტიმიზაციები და მივიღოთ ის ეფექტი, რაც ჩვენს მოსახლეობას სჭირდება“, - აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 აგვისტო
23 აგვისტო

„თბილისი ენერჯი“ გაზსადენების რეაბილიტაც ...

კომპანია "თბილისი ენერჯი“ დედაქალაქის მასშტაბით მიწისზედა და მიწისქვეშა გაზსადენების რეაბილიტაციას აგრძე ...
22 აგვისტო
22 აგვისტო

მკაფიოდ ვაფიქსირებ, რომ ყველაფერს გავაკე ...

,,რუსთავი 2-ის’’ მფლობელი    ქიბარ ხალვაში    განცხადებას აავრცელებს, რომელსაც ...
22 აგვისტო
22 აგვისტო

ვინ და რატომ „დატროლა" მედია ?

19 აგვისტოს, მედიასაშუალებებს „საქართგელოს მთავრობის“ სახელით, ელექტრონული ფოსტით - [email protected] ...
^