Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დავითაშვილი ჰესებზე: პროექტი, რომელიც გავლენას ახდენს გარემოზე, კომპეტენტურად უნდა მომზადდეს, სხვა შემთხვევაში მხარს ვერ დავუჭერთ

11 ივლისი, 2018 20:51

„ნებისმიერი პროექტი, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გარემოზე, კომპეტენტურად უნდა მომზადდეს, სხვა შემთხვევაში ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ", - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჰესების მშენებლობის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ჭუბერში მომხდარი სტიქია, დავითაშვილის თქმით, ჰესის მშენებლობასთან კავშირში არ არის და უახლოეს პერიოდში, მისი უწყება საზოგადოებას აჩვენებს 3D-ში მოდელირებულ, ვიზუალურ ვერსიას, თუ როგორ მოხდა სტიქიის ჩამოყალიბება.

„ნებისმიერი პროექტი, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გარემოზე, კომპეტენტურად უნდა მომზადდეს, გარემოს ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი უნდა იყოს ადეკვატური და მაღალი დონის ექსპერტიზის შედეგად უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული. სხვა შემთხვევაში ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ. ჩვენი პრინციპული პოზიცია იქნება, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესი გაუმჯობესდეს, მათ შორის, იმ საკონსულტაციო კომპანიების ხარისხი უნდა გაუმჯობესდეს, რომლებიც ჩართულები არიან ასეთ პროცესში", - განაცხადა დავითაშვილმა.

დავითაშვილის თქმით, სამინისტროს მომზადებული აქვს ცვლილებათა პროექტი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ საკონსულტაციო თუ ექსპერტულ ბიუროებს, ასევე, ექსპერტების დონეზე განესაზღვროთ პასუხისმგებლობა და იმ შემთხვევაში, თუ მნიშვნელოვანი უზუსტობებებით იქნება წარმოდგენილი ამა თუ იმ ექსპერტის მიერ მომზადებული დოკუმენტი, მათ დისკვალიფიკაცია მიეცემათ.

„ეს დამატებით პასუხისმგებლობას გააჩენს მათთვის, რომ უფრო მეტი ყურადღებით მოხდეს დოკუმენტების მომზადება, რაც ჩვენს ნაწილსაც გაამარტივებს. ვაპირებთ საჯარო განხილვებს, რომ ზოგადად, ნებართვების გაცემის პროცესი და შეფასების ნაწილი ჩვენთან თავს იყრიდეს ერთ სტრუქტურაში, რათა გამარტივდეს პროცესი და სამინისტროს ნაცვლად, ამ პროცესს გარემოს ეროვნული სააგენტო ახორციელებდეს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^