Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომბუდსმენი დიმიტრი გაბუნიას: საქმეთა შესწავლა დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად წარიმართება

11 ივლისი, 2018 21:54

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება ზვიად დევდარიანის წარმომადგენლის, დიმიტრი გაბუნიას განცხადებას, რომლის თანახმად, შესაძლო სექსუალური შევიწროების შემთხვევების შესწავლის პროცესში სახალხო დამცველზე მიმდინარეობს ფსიქოლოგიური წნეხი.

„სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და საქმეთა შესწავლის პროცესი დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად წარიმართება. ამასთან, სახალხო დამცველი ხელმძღვანელობს კანონის უზენაესობის პრინციპითა და ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტით, რაც გამორიცხავს ნებისმიერი დაინტერესებული პირის მხრიდან რაიმე ტიპის ზეგავლენას.

კონკრეტული განცხადებების შესწავლის პროცესში, სახალხო დამცველი უზრუნველყოფს ორივე მხარის თანაბარ ჩართულობას და საქმისწარმოებას მხოლოდ მხარეების მიერ საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტისა და მტკიცებულების წარმოდგენის შემდეგ ასრულებს. რაც შეეხება სავარაუდო სექსუალური შევიწროების შესახებ, ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ მიმდინარე დავებს, სახალხო დამცველის აპარატი ხუთი ქალის განცხადებას სწავლობს. მათგან ერთი დაზუსტების პროცესშია, ხოლო 4 უკვე გაზიარებულია მოპასუხე მხარესთან.

აღნიშნული განცხადებების სრულყოფილად შესწავლის მიზნით, სახალხო დამცველის წარმომადგენლები პირადად გაესაუბრნენ მხარეებს, გამოკითხეს საქმესთან დაკავშირებული მესამე პირები და წერილობით გამოითხოვეს ინფორმაცია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს წარმოდგენილი წერილობითი კომუნიკაციის გაცვლა მხარეთა შორის და, ორივე მხარის მიერ საკუთარი პოზიციის საბოლოოდ დაფიქსირების და შესაბამისი სამართლებრივი კვლევის ჩატარების შემდეგ, სახალხო დამცველი მიიღებს გადაწყვეტილებას სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველი კიდევ სამ საჩივარს განიხილავს სხვადასხვა მოპასუხის მხრიდან განხორციელებული სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტებთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^