Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მიხეილ ბატიაშვილი: ინოვაციების გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი ახალგაზრდების წარმატება

12 ივლისი, 2018 10:27

„განათლება, მეცნიერება, კულტურა და სპორტი ეს არის ის სფეროები, რომელიც ხელს უნდა უწყობდეს ადამიანური კაპიტალის ჩამოყალიბებას და განვითარებას", - ამბობს ახლად წარდგენილი განათლების მინისტრობის კანდიდატი მიხეილ ბატიაშვილი. 

როგორც ბატიაშვილი ამბობს, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება ძირეული ცვლილებები, რეფორმების გატარება განათლების 5-ვე საფეხურზე, რომელმაც უნდა მოგვცეს ახალი სისტემა, რომელიც დაფუძნებული იქნება ინოვაციებზე და ტექნოლოგიებზე.

„ტექნოლოგიების და ინოვაციების გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი ეკონომიკის განვითარება, ჩვენი ახალგაზრდების წარმატება და ისეთ დიდ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას საერთაშორისო ეკონომიკაში. ვფიქრობ, რომ როგორც განათლების მიმართულებით, იგივე ყველა ამ სფეროში გატარდება მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც დაიწყება უმოკლეს პერიოდში და ორიენტირებული იქნება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სწრაფ შედეგებზე, პირველად შედეგებზე და გრძელვადიან პერიოდში იმ ეფექტზე, რომელმაც უნდა მოგვცეს ის ადამიანური კაპიტალი, რომელიც ორიენტირებული იქნება ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. ამიტომ ჩვენ გვაქვს გეგმა, ჩვენ ვიცით, რა ნაბიჯები გადავდგათ, შესაბამისად, ყველა ამ სფეროში დავიწყებთ უმოკლეს პერიოდში უსწრაფესი ნაბიჯების გადადგმას“, - განაცხადა ბატიაშვილმა. 

დღეს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „მცირე მთავრობის" შემადგენლობა დაასახელა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 ივლისი
16 ივლისი

ქართველმა მოსწავლეებმა მათემატიკის საერთ ...

მათემატიკის  59-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებმა ერთი ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპ ...
16 ივლისი
16 ივლისი

სოზარ სუბარი და მიხეილ ჩხენკელი პრემიერ- ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ორი ახალი მრჩეველი ჰყავს. რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრი ...
16 ივლისი
16 ივლისი

იტალიის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვ ...

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში იტალიის პრეზიდენტის, სერჯო მატარელას დახვედრის ოფიც ...
^