Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გიორგი ქობულია: ეკონომიკაში დიდი ყურადღება დაეთმობა სოფლის და რაიონის განვითარებას

12 ივლისი, 2018 10:59

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის გიორგი ქობულიას თქმით, მისი მინისტრობის პერიოდში დიდი ყურადღება დაეთმობა აგრარული სექტორის განვითარებას. ამის შესახებ ქობულიამ მთავრობის წარდგენის შემდეგ ბრიფინგზე ისაუბრა.

ქობულიას თქმით, ამ მთავრობის ეკონომიკური განვითარების ხედვა ეფუძნება არა მარტო ეკონომიკურ ზრდას, არამედ ეკონომიკის შემოსავლების თანაბარ განაწილებას მოსახლეობაში. ამიტომ რეგიონების განვითარება მისთვის პრიორიტეტულია.

„ეკონომიკაში ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა სოფლის და რაიონის განვითარებას. ჩვენ ვიცით, რომ დღეს რაიონებსა და სოფლებში სიღარიბის დონე გაცილებით მაღალია. სერიოზული ინვესტიციების მოზიდვას ვგეგმავთ აგრარულ და მომიჯნავე სექტორებში. აგრეთვე, ვგეგმავთ სერიოზულ ღონისძიებებს საშუალო და მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა.

ქობულიას თქმით, მეორე საკითხი, რასაც მინისტრობის პერიოდში მიაქცევს ყურადღებას, იქნება ინდუსტრიალიზაცია და ტექნოლოგიებზე დამყარებული ეკონომიკის განვითარება.

„აქაც ჩვენ ვგეგმავთ ინვესტორების მოზიდვას. რა თქმა უნდა, ორივე პროგრამა რაიონების განვითარებასთან არის დაკავშირებული. გარდა იმისა, ჩვენ აუცილებლად უნდა დავუთმოთ ყურადღება აღსრულების დისციპლინის გამყარებას. ამისათვის დავგეგმავთ სერიოზულ ინსტრუმენტებს, რომელიც საშუალებას მოგვცემს შესრულდეს ის, რასაც ჩვენ დავგეგმავთ,“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „მცირე მთავრობის" შემადგენლობა დაასახელა. „მცირე მთავრობის" შემადგენლობაში 10 სამინისტრო და სახელმწიფო მინისტრის ერთი აპარატი იქნება. 

თეა წულუკიანი რჩება - ბახტაძემ „მცირე მთავრობის" შემადგენლობა დაასახელა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^