Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს: სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა, არიან დაშავებულები

12 ივლისი, 2018 11:33

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი - ბორტის ნომერი GBP– 10020, კახეთში, თელავის რაიონის სოფელ ართანასთან, სასაზღვრო პოსტ „ანდარაზართან“ ავარიულად დაეშვა.

მათი თქმით, ბორტზე სამი მფრინავი, 1 მესაზღვრე და საპატრულო დეპარტამენტის 1 წარმომადგენელი იმყოფებოდა. ბორტის წევრები დაშავდნენ და ამ დროისთვის დაშავებულები  თელავის რეფერალურ საავადმყოფოში  გადაჰყავთ. შსს-ს ინფორმაციით, მათ  სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.

ვერტმფრენის გაფრენა ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო ქვედანაყოფებში როტაციას, სურსათით, საწვავ-საპოხი მასალებითა და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფას ისახავდა მიზნად.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 ნოემბერი
19 ნოემბერი

სასამართლომ თბილისის საკრებულოს ყოფილ წე ...

საქალაქო სასამართლომ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თაღლითობის მცდელობაში დამნაშავედ ცნო თბილისის მუნიციპალიტე ...
19 ნოემბერი
19 ნოემბერი

არასამთავრობოები - ამომრჩეველთა ასეთი მა ...

პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რომელიც ფონდი „ქართუს” მიერ განხორციელდება, სავარაუდოდ, ამომრჩეველთა მოსყიდვის ...
19 ნოემბერი
19 ნოემბერი

„მტკივნეული და არაეთიკური“ - მონაზონი სი ...

დედა სიდონია, რომელსაც რამდენიმე დღის წინ  საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა ტოლერ ...
^