Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NATO-ს სამიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდა

12 ივლისი, 2018 11:32

ბრიუსელში NATO-ს სამიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ალიანსის გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა. 

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა NATO-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესსა და იმ პროგრესზე ისაუბრა, რასაც საქართველომ მიაღწია.

„პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი NATO-ს წევრობის მოსამზადებლად. საქართველო მზადაა იმისათვის, რომ NATO-სთან თანამშრომლობის შემდგომ ეტაპზე გადავიდეს, გახსნილია და მზადაა პოლიტიკური დიალოგისათვის“, - ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.

სტოლტენბერგთან შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა ისაუბრა რუსეთის ანექსიურ პოლიტიკასა და საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობაზეც. ხოლო NATO-ს გენერალურმა მდივანმა საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისთვის საქართველოს მადლობა გადაუხადა.

„გიორგი მარგველაშვილმა NATO-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას რუსეთის ანექსიურ პოლიტიკასა და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს საქართველო უკვე NATO-სთან თავსებადი, პასუხისმგებლიანი პარტნიორია, რომელიც სრულად იზიარებს NATO-ს ღირებულებებსა და პასუხისმგებლობებს, აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო მისიებში და შესაბამისად, ემზადება ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის წევრობისათვის.

თავის მხრივ, იენს სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტსა და ქართველ ხალხს NATO-ს მისიებში და კონკრეტულად მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობისათვის და აღნიშნა, რომ NATO აფასებს საქართველოს იმ უდიდეს წვლილს, რომელიც შეაქვს ქვეყანას საერთო უსაფრთხოებაში“, - ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.

გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრაზე ასევე მადლობა გადაუხადა იენს სტოლტენბერგს NATO-საქართელო-უკრაინის ერთობლივი შეხვედრის ორგანიზებისთვის, სადაც საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობაზე NATO-ს წევრი სახელმწიფოების მეთაურები იმსჯელებენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 ივლისი
16 ივლისი

ქართველმა მოსწავლეებმა მათემატიკის საერთ ...

მათემატიკის  59-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებმა ერთი ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპ ...
16 ივლისი
16 ივლისი

სოზარ სუბარი და მიხეილ ჩხენკელი პრემიერ- ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ორი ახალი მრჩეველი ჰყავს. რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრი ...
16 ივლისი
16 ივლისი

იტალიის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვ ...

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში იტალიის პრეზიდენტის, სერჯო მატარელას დახვედრის ოფიც ...
^