Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„საქართველო NATO-ს წევრი გახდება" - ბრიუსელის სამიტის დეკლარაცია

12 ივლისი, 2018 12:41

NATO-ს წევრმა ქვეყნებმა ბრიუსელის სამიტის დეკლარაცია მიიღეს. ტექსტში ნახსენებია საქართველოც.

დეკლარაციის მე-7 მუხლში ალიანსი მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის სუვერენიტეტს. მათ შორის, უკან წაიღოს გადაწყვეტილებები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან, დაასრულოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და ბორდერიზაცია.

ბრიუსელის დეკლარაციის 65-ე მუხლი მთლიანად NATO-სა და საქართველოს ურთიერთობას ეხება. აქ საქართველოსთან მიმართებით რამდენიმე საკითხია გამოყოფილი:

პირველი ისაა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნები კიდევ ერთხელ ადასტურებენ 2008 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება. ეს დეკლარაცია კი განმარტავს, რომ ამ პროცესის შემადგენლი ნაწილია წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP).

ბრიუსელის სამიტზე NATO ხაზს უსვამს საქართველოს განვითარებას, 2008 წლის შემდეგ გატარებულ რეფორმებს და პროგრესის გაგრძელების განვითარებას ალიანსში ინტეგრაციისთვის.

დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის როლი და საქართველოს მონაწილეობა ალიანსის მისიებში, რასაც NATO ძალიან აფასებს.

დეკლარაციაში ალიანსი მზადყოფნას გამოთქვამს, დაეხმაროს ქვეყანას უსაფრთხოების გაძლიერებაში და რომ NATO მოუთმენლად ელის 2019 წელს დაგეგმილ ერთობლივ წვრთნას.

-----------

„65-ე მუხლი.

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი, ამ პროცესის შემადგენელი ნაწილის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) გავლით, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ამ გადაწყვეტილების ყველა ელემენტი ძალაშია.

მივესალმებით 2008 წლიდან საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს. ასევე ცენტრალურ როლს, რომელიც NATO-საქართველოს კომისიამ და წლიურმა ეროვნულმა პროგრამამ შეასრულა საქართველოსა და NATO-ს შორის პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავებაში.

მივესალმებით საქართველოს მიერ რეფორმების გატარებაში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს, რომლის გაგრძელებაც საჭიროა, რათა დაეხმაროს საქართველოს, როგორც ასპირანტ სახელმწიფოს NATO-ს წევრობისთვის მზადებაში.

ასევე, რეფორმების გაგრძელება გააძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და მის შეიარაღებულ ძალებს NATO-ს სტანდარტებთან დააახლოებს.

საქართველოსა და NATO-ს ურთიერთობა შეიცავს ყველა იმ პრაქტიკულ საშუალებას, რომელიც ქვეყანას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობისთვის მოამზადებს.

ჩვენ მივესალმებით NATO-სა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაღრმავებას, გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორს შავი ზღვის უსაფრთხოებაში. მივესალმებით ხელშესახებ პროგრესს და ახალი ინიციატივების იმპლემენტაციას NATO-ს არსებითი პაკეტის ქოლგის ქვეშ.

ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს, განსაკუთრებით, NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებსა და გადამწყვეტი მხარდაჭერის მისიაში. ეს ჩართულობა და საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის მისიებში, აჩვენებს საქართველოს ერთგულებას და შესაძლებლობებს, გასწიოს კონტრიბუცია ევროატლანტიკური უსაფრთხოების დაცვაში.

ჩვენ მზად ვართ, გავაძლიეროთ საქართველოს მხარდაჭერა, მათ შორის, მეტი სამხედრო წვრთნის ჩატარებისა და კომუნიკაციების უსაფრთხოების გაძლიერებაში. ალიანსი მოუთმენლად ელის 2019 წელს NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნების ჩატარებას”, - წერია ბრიუსელის დეკლარაციის 65-ე მუხლში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^