Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პირველი არხი: გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტრამპს შეხვდა

12 ივლისი, 2018 14:08

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბრიუსელში მიმდინარე NATO-ს სამიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ბრიუსელიდან „პირველი არხი" იტყობინება. NATO-საქართველო-უკრაინის სამმხრივი შეხვედრის ფარგლებში გამართულ შეხვედრაში უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მონაწილეობდა. 

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილს  ხანმოკლე შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის ლიდერთან.

„დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს როლს, როგორც აშშ-ის მყარ და ერთგულ პარტნიორს რეგიონში, რომელიც იბრძვის ამერიკელებთან ერთად გლობალური უსაფრთხოებისთვის. საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა მის მიერ ინიცირებულ მხარდამჭერ აქტზე და ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე“, – აღნიშნა დავით რაქვიაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილი ტრამპს ასევე ესაუბრა აშშ-ის როლზე საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის გზაზე და ორი ქვეყნის ურთიერთობაში ახალ შესაძლებლობებზე.

პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, NATO-საქართველო-უკრაინის ხანმოკლე სხდომის ფარგლებში კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს კონტრიბუცია საერთაშორისო მისიებში და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^