Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NAEC: გამოქვეყნებული მონაცემები არ გახლავთ B და C ტესტების სწორი პასუხები

13 ივლისი, 2018 11:28

გამოცდების ეროვნული ცენრტის მაგისტრანტობის იმ კანდიდატებს, რომლებიც B და C ტესტებს აბარებენ, მოუწოდებს, არ ენდონ ინფორმაციას, რომ ცენტრის ვებგვერდის მობილური, ანდროიდ ვერსიით აღნიშნული ტესტების სწორი პასუხების ნახვა იყო შესაძლებელი.

„ამ (ანდროიდ) ვერსიით სწორ პასუხებთან ერთად მართლაც ჩანდა დამატებითი 2 გვერდი, თუმცა ეს მონაცემები არ გახლავთ B და C ტესტების სწორი პასუხები (რაშიც ნებისმიერი მსურველი დარწმუნდება ტესტებისა და სწორი პასუხების გამოქვეყნებისთანავე).

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ აღნიშნული მონაცემების, როგორც სწორი პასუხების გამოყენება ტესტზე მუშაობისას ერთმნიშვნელოვნად დააზარალებს მაგისტრანტობის კანდიდატს", - ნათქვამია განცხადებაში.

NAEC უარყოფს სამაგისტრო გამოცდის B და C ტიპის ტესტების პასუხების წინასწარ გამოქვეყნებას

გუშინ გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სამაგისტრო გამოცდის  A ტიპის ტესტის პასუხები, სოციალურ ქსელში გავრცელდა  სქრინები, სადაც ჩანდა საიტზე გამოქვეყნებული B და C ტიპის სამაგისტრო გამოცდების ტესტის პასუხებიც. 

A ტიპის ტესტი მაგისტრანტობის მსურველებმა 11-12 ივლისს დაწერეს. ხოლო B და C ტიპის ტესტები 18, 19, 24 და 25 ივლისს უნდა დაწერონ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^