Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბიჭი, რომელიც პოლიციელს ცემაში ადანაშაულებს, საავადმყოფოდან გაეწერა

13 ივლისი, 2018 14:36

20 წლის კოკა კობალაძე, რომელიც პოლიციას ცემაში ადანაშაულებს, საავადმყოფოდან გაწერეს. ამის შესახებ „ლიბერალს" ღუდუშაურის კლინიკაში განუცხადეს. კობალაძე საავადმყოფოში ტვინის შერყევის დიაგნოზით იწვა.

კოკა კობალაძის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, ის სასტიკად ნაცემია და პოლიციის თანამშრომლები მას მათთვის სასურველი ინფორმაციის მიწოდებას აიძულებდნენ.

„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი. სასტიკად არის ნაცემი. როგორც იგი აღნიშნავს, პოლიციელებმა სცემეს. სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ პოლიციელები სახლში შეუცვივდნენ და ისე სცემეს. მოტყუებით შეავსებინეს ოქმი, ესაუბრებოდნენ მამაზე, თუ რა ინფორმაცია ჰქონდა და ამ ოქმის დასრულების შემდეგ, როდესაც ხელი მოაწერინეს, ამის შემდეგ სცემეს და არაადამიანურად მოექცნენ. ვგულისხმობ იმას, რომ სახეზე დანა დაადეს და უთხრეს, თუ არ იტყოდა თვალს ამოუგდებდნენ და ასეთი ზეწოლის ქვეშ აიძულებდნენ, მიეცა მათთვის სასურველი ინფორმაცია. რა არის მათთვის სასურველი ინფორმაცია, ჩვენთვის უცნობია. ისეთი შეკითხვები იყო, თითქოსდა არ იცოდნენ, სად იყო მამა. ეს ტაქტიკა იყო, სტრატეგია თუ რა, ამას იმედია, გამოძიება დაადგენს”, - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, საქმეში შესაძლებელია იმ ვიდეოჩანაწერების ამოღება, რომელზეც ფიქსირდება, თუ ვინ შევიდა კოკა კობალაძის სახლში. მისივე თქმით, არსებობს მოწმე, რომელიც ამოიცნობს კობალაძის ბინაში შესულ პირებს.

„არის მოწმე, რომელიც ნამდვილად შეესწრო აღნიშნულ ფაქტს. ასევე, ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, შემოხეული მაიკა, ტანსაცმელი, რომელიც ეცვა კოკა კობალაძეს. სამედიცინო ცნობა არსებობს, რომ ნამდვილად ტვინის შერყევა აქვს. ასევე ჩვენი ინფორმაციით, არის ვიდეოჩანაწერი, სადაც მათ მანქანა გააჩერეს და შემდეგ ეს ორი პირი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, გადაადგილდა, სადაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ცხოვრობს. აქედან გამომდინარე, ეს უკვე ერთობლიობაში იძლევა საფუძველს, რომ პოლიციის თანამშრომლებმა მოახდინეს ზეწოლა”, - აცხადებს ადვოკატი.

კოკა კობალაძის ცემის ფაქტზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სსკ-ის 333-ე მუხლით დაიწყო, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. როგორც „ლიბერალს“ შსს-ში განუცხადეს, ფაქტის შესწავლა მათაც დაიწყეს, თუმცა უწყება არ ადასტურებს, რომ კობალაძის ბინაში პოლიციის თანამშრომელი იყო. 

ბიჭი, რომელიც ცემაში პოლიციელს ადანაშაულებს, საავადმყოფოში ტვინის შერყევის დიაგნოზით წევს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 ოქტომბერი
20 ოქტომბერი

პოლიციის სამმართველოდან ზურა ჯაფარიძეც გ ...

პოლიციის სამმართველოდან „გირჩის" პრეზიდენტობის ჯანდიდატი ზურა ჯაფარიძეც გამოუშვეს. ზურაბ ჯაფარიძე პოლიცი ...
20 ოქტომბერი
20 ოქტომბერი

რ2-ის ჩანაწერი: სარალიძის საქმის მოწმეს ...

„რუსთავი 2-ის" ახალი ფარული აუდიოჩანაწერის თანახმად, დავით სარალიძის მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი მოწმის, მღვდ ...
20 ოქტომბერი
20 ოქტომბერი

„გირჩის" ლიდერებისა და მხარდამჭერების ნა ...

თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოდან „გირჩის" წევრებისა და მათი მხარდამჭერების ნაწილი გაათავისუფლეს. ...
^