Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო►„ეკონომიკის ზრდა ჩვენი თვითმიზანი არ არის" - ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი

13 ივლისი, 2018 14:49

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის გიორგი ქობულიას თქმით, ახალი მთავრობის თვითმიზანი არა ეკონომიკის ზრდა, არამედ შემოსავლების თანაბარი გადანაწილებაა.

ქობულიას თქმით, მაგალითად, დიდი ინვესტორის შემოყვანით, რომელიც დიდ ქარხანას ააშენებს და გაიზრდება ეკონომიკა, არ მოიმატებს მოსახლეობის კეთილდღეობა. რეგიონების მცხოვრებლები დაუსაქმებლები დარჩებიან და სიღარიბის დონე არ შემცირდება. ქობულია მიიჩნევს, რომ მთავარია მოსახლეობის კეთილდღეობა, ეს კი ინკლუზიურობით მიიღწევა, რაც შემოსავლების თანაბრად გადანაწილებას გულისხმობს.

„ბახტაძეს არ ვიცნობდი. სმენია ჩემ შესახებ და ალბათ გაიკითხ-გამოიკითხა“ - გიორგი ქობულია

„ჩვენ გვინდა, რომ დავასაქმოთ ბევრად მეტი ხალხი, რომელიც თავად გამოიმუშავებს ცხოვრებისთვის საჭირო სახსრებს. ამით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გაიზრდება მოსახლეობის კეთილდღეობა“, - თქვა ქობულიამ პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე.

საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი დღეს პარლამენტის კომიტეტებში, ფრაქციებში, უმცირესობასა და უმრავლესობაში და პლენარულ სხდომაზე განიხილება.

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატს აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმინეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატი გიორგი ქობულია 2001 წლიდან ამერიკულ საკონსულტაციო კომპანიაMcKinsey & Company-ის გუნდის წევრია. დღემდე ის McKinsey-ის მოსკოვის ოფისში უფროსი პარტნიორის პოზიციას იკავებდა.

1996-1999 წლებში ქობულია მუშაობდა ცნობილ ამერიკულ ფარმაცევტულ კომპანია “Merck, Sharp, & Dohme”-ში.

გიორგი ქობულია საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის დოქტორი და ემორის უნივერსიტეტის ბიზნესის მიმართულების მაგისტრია.

ვიდეო► „მცხეთაში წავედით, სალობიეში" - გიორგი ქობულია სააკაშვილთან შეხვედრას იხსენებს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

15 თებერვალი
15 თებერვალი

არასამთავრობოების და სხვა აქტივისტების პ ...

არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა აქტივისტები ავცელებენ პეტიციას „მართლმსაჯულების გადასარჩენად". გთავა ...
15 თებერვალი
15 თებერვალი

მწერალთა სახლი აცხადებს კონკურსს მოსწავლ ...

მწერალთა სახლი აცხადებს კონკურსს მოსწავლეებისთვის ლიტერატურისა და შემოქმედებითი წერის სახელოსნოში მისაღებად. სახელოსნოშ ...
15 თებერვალი
15 თებერვალი

ქალთა მოძრაობა: ოჯახში ძალადობის დანაშაუ ...

ქალთა მოძრაობა ეხმაურება ინფორმაციას, რომლოის მიხედვითაც, საპატრიარქო პარლამენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას, რომ ოჯახში ძ ...
^