Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ბახტაძეს არ ვიცნობდი. სმენია ჩემ შესახებ და ალბათ გაიკითხ-გამოიკითხა“ - გიორგი ქობულია

13 ივლისი, 2018 16:42

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი გიორგი ქობულია პარლამენტის დეპუტატების წინაშე თავისი დამოუკიდებლობის მიზეზებზე საუბრობს. მისი თქმით, არ იცის, რაზე და რითია დამოკიდებული, რადგან შემდგარი პიროვნებაა და ყოველთვის აქვს საქმის კეთების პერსპექტივა. 

„ძალიან დიდი ხანი ვმუშაობდი. პერსონალურად შემდგარი პიროვნება ვარ. ნორმალური არსებობისთვის არაფერი არ მჭირდება. არ მეშინია, დავკარგო სამსახური, ასეთი სიტუაცია არ მაქვს. მე ყოველთვის მაქვს ძალიან დიდი პერსპექტივა, რომ წავიდე და გავაკეთო, რაც მინდა, გინდ საქართველოში, გინდ რუსეთში და გინდ ამერიკაში. ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ მე საკმაოდ ექსკლუზიურ პოზიციაზე ვიყავი. ძალიან მსხვილ კომპანიაში ვიყავი ერთ-ერთი ხელმძღვანელი და პარტნიორი. ეს არის ძალიან მსხვილი და ექსკლუზიური კომპანია და სიმართლე გითხრათ, მე ცხოვრებაში არანაირი პრობლემა არ მაქვს“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ პარლამენტში. 

მისი თქმით, ეკონომიკის მინისტრობა მას მამუკა ბახტაძემ შესთავაზა. როგორც თავად ამბობს, მას არ იცნობდა და მხოლოდ ერთხელ ჰყავდა ნანახი. მაგრამ ქობულია ვარაუდობს, რომ მას ბახტაძესთან ვიღაცამ გაუწია რეკომენდაცია. ამასთან, აღნიშნავს, რომ თავისი საქმიანობის პარალელურად, ყოველთვის დაინტერესებული იყო ეკონომიკით და მთავრობისთვის რჩევის მისაცემად საქართველოშიც ხშირად ჩამოდიოდა. 

„ბახტაძეს სმენია ჩემ შესახებ და ალბათ გაიკითხეს-გამოიკითხეს და გადაწყვიტეს, რომ ასეთი კვალიფიკაციის ადამიანი სჭირდებოდათ. მან გამიკეთა წინადადება და მე დავინტერესდი. ყოველთვის მინდოდა საქართველოში დაბრუნება და რაღაცის გაკეთება. რასაც ახლა მე ვაკეთებ, ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა და ინტერესია“, - აცხადებს ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი.

გიორგი ქობულიას ინფორმაციით, ბახტაძისგან მიღებული შეთავაზების შემდეგ ის ბიძინა ივანიშვილს შეხვდა, რათა გაერკვია, რამდენად თანხვედრაში იყო მისი და პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელის ხედვები. 

„მისგან მინდოდა, რჩევა მიმეღო და გამეგო, რისი გაკეთებაც მე მინდა, ეს მისაღები იქნებოდა თუ არა ამ კონტექსტში. ბიძინა ივანიშვილს ბოლო სამი კვირის განმავლობაში შევხვდი. ჩვენ არ გავაკეთებთ იმას, რაც ჩემი პრინციპებისთვის იქნება მიუღებელი და ეს პრინციპები დაემთხვა“,- ამბობს ქობულია.

მინისტრობის კანდიდატი ჩამოსვლის მოტივზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ აქ ქვეყნის დასახმარებლად ჩამოვიდა, რათა 20-წლიანი გამოცდილება საქართველოს მოახმაროს. ამბობს, რომ რაღაცის გაკეთების ამბიცია და ინტერესი აქვს. 

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, რომან გოცირიძისთვის მოტივთან დაკავშირებით ქობულიას არგუმენტები არასაკმარისი და გაუგებარია. მისი შეფასებით, პოლიტიკურ ქარტეხილში იმ ადამიანის მონაწილეობა, რომელსაც არანაირი პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს, უცნაურია.

„მე ასეთი დასკვნა გამოვიტანე, რომ თქვენ არ იცნობთ ივანიშვილს, არ იცნობდით ბახტაძეს, მას ვიღაცამ გაუწია რეკომენდაცია და ფაქტობრივად, ბახტაძეც კი არ არის ჩვენ წინაშე პასუხისმგებელი, რადგან ის თქვენ არ გიცნობთ, მაგრამ ვიღაცას ენდო“, - მიმართა გოცირიძემ მინისტრობის კანდიდატს. 

ოპოზიციონერის თქმით, ქობულიას ხელფასი კომპანიაში მისი მდივნის ან დარაჯის ანაზღაურებაზე ნაკლები იქნება. თუ მატერიალური მოტივი არ არსებობს, დეპუტატი დაინტერესდა, რისთვის გამოიყენებს მინისტრობის პერიოდს ქობულია, თავის შესამოწმებლად თუ ქვეყნის სამსახურისთვის.

 „თქვენი მოტივი არ არის შემოსავალი, თქვენი მოტივი არის ის, რასაც „დათა თუთაშხიაში“ მუშნი ზარანდია ამბობდა, რომ მე მინდა შევამოწმო, სად გადის ჩემი შესაძლებლობების ზღვარი. და თქვენ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების შესამოწებლად ამ ექსპერიმენტებში ჩაერთეთ. თქვენი მოქმედების დრო არის მაქსიმუმ წელიწად-ნახევარი. თქვენ ეს დრო რისთვის გინდათ, რომ საკუთარი თავი შეამოწმოთ თუ ქვეყანას ემსახუროთ? ერთი ენერგეტიკის მინისტრი ამბობდა, რომ ის მუშაობს, მაგრამ ხელფასს არ იღებს. თქვენ აიღებთ ხელფასს? რადგან გამოდის, რომ ეს ხელფასი თქვენთვის არაფერია“, - მიმართა გოცირიძემ მინისტრობის კანდიდატს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^