Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მიხეილ ბატიაშვილი: გაიზრდება პედაგოგების ანაზღაურება

13 ივლისი, 2018 15:40

„გაიზრდება პედაგოგების ანაზღაურება“,- ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

თუმცა მიის თქმით, დეტალებზე, თუ როგორ მოხდება ეს, ამჯერად ვერ ისაუბრებს. 

„ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია პედაგოგებისა და მასწავლებლების საკითხი. აქაც ბევრი გადასაჭრელი პრობლემაა, დაწყებული მასწავლებლის რეპუტაციის ამაღლებით, კიდევ, რაც ყველაზე მთავარია ფინანსური საკითხები. როგორც მე ვიცი, ამ მიმართულებით მუშაობა მიდის, რომელიც შეეხება მასწავლებლის ანაზღაურების სისტემის გადახედვას და ამ გადახედვაში იგულისხმება სწორედ ფიქსირებული და საათობრივი ბალანსის დაცვა. თუმცა ამ მიმართულებით არის სამუშაო. ერთი, რაც შემიძლია ვთქვა და პრემიერმაც განაცხადა, მოხდება პედაგოგების ანაზღაურების ზრდა. დეტალებზე ამჟამად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ეს აუცილებლად მოხდება“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მისივე თქმით, მალე საზოგადოებას წარუდგენენ სამინისტროს გაერთიანებულ სტრატეგიას, სადაც გაწერილი იქნება კონკრეტული ვადები და დასახული მიზნები.

„ციფრული სკოლის კონცეფცია“ - განათლების მინისტრობის კანდიდატს პარლამენტში უსმენენ

მიხეილ ბატიაშვილი: საქართველოში პირველი ეროვნული ციფრული ბიბლიოთეკა შეიქმნება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^