Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლორა თორნტონი მოქალაქეებს ტყვიის შემცველობაზე სისხლის ანალიზის გაკეთებისკენ მოუწოდებს

13 ივლისი, 2018 16:44

NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა თორნტონი მოქალაქეებს ტყვიაზე შემოწმებას სთხოვს. მისი თქმით, სისხლის ანალიზში მას და მის გარშემომყოფთ ტყვიის დაშვებულზე მაღალი რაოდენობა აღმოაჩნდათ.

ლორა თორნტონის აზრით, ტყვიის სახიფათო რაოდენობას დაბალი ხარისხის საწვავი იწვევს და მოუწოდებს მთავრობას, ეს პრობლემა დაუყოვნებლივ გადაჭრას.

„ქართველო მეგობრებო, გთხოვთ, აიღოთ ანალიზები სისხლში ტყვიის რაოდენობაზე. მე და კიდევ სხვებმა გავიკეთეთ ანალიზი და ტყვიის დაშვებულზე მაღალი შემცველობა აღმოგვაჩნდა სისხლში. ჩემს ანალიზში, აშშ-სა და ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე მაღალია, სხვებისაში სახიფათო დონეს აღწევს.

ჩვენ მოწამვლას ტყვიისგან ის დაბალი ხარისხის საწვავი იწვევს, რომელსაც საქართველოში მოიხმარენ. ასეთი ხარისხის საწვავს მხოლოდ ერთეულ ქვეყნებში (ძირითადად ჩრდილო აფრიკის) მოიხმარენ.

ტყვია ძალიან სახიფათოა, იწვევს მრავალი სახეობის ავადმყოფობას, განსაკუთრებით ბავშვებში. მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრმა ამ საკითხის მოგვარების და ნორმალური ხარისხის საწვავზე გადასვლის პირობა დადო.

ვიმედოვნებ, რომ ეს პრობლემა დაუყონებლივ მოგვარდება, რადგან ეს არის კრიზისი, რომელსაც გადაჭრა სჭირდებოდა გუშინ და დღითი დღე კიდევ უფრო დიდი რისკის ქვეშ გვაყენებს. მე ამ საკითხის ექსპერტი არ ვარ, უბრალოდ ამ მონაცემებით შეშფოთებული დედა ვარ“, - წერს ლორა თორნტონი Facebook-ზე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^