Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო► „მცხეთაში წავედით, სალობიეში" - გიორგი ქობულია სააკაშვილთან შეხვედრას იხსენებს

13 ივლისი, 2018 17:20

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის, გიორგი ქობულიას თქმით, მას საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხება ადრე, მხოლოდ ერთხელ ჰქონია.

„ბატონ მიხეილ სააკაშვილთან მე შეხვედრილი ვარ სადღაც 2007 წელს. შეიძლება გახსოვთ, იყო ასეთი ინიციატივა, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწე ეკონომისტების რაღაც კომისიასავით შეიქმნა და ამ ფარგლებში მახსოვს, ჩამოსული ვიყავი.

რაღაც კრიზისი იყო, ხომ გახსოვთ. მერე მახსოვს ძაან კარგად მცხეთაში წავედით, სალობიეში და ეს ძაან კარგად დამამახსოვრდა. კარგი იყო რა. წაგვიყვანეს ყველა და კაი ლობიო იყო განსაკუთრებით“, - თქვა გიორგი ქობულიამ.

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა ეს კომენტარი უმრავლესობის წევრის, კობა ლურსმანაშვილის მიმართვის საპასუხოდ გააკეთა.

დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის შეკითხვას გამოეხმაურა, რომელმაც ქობულიას ჰკითხა რამე შეხება ხომ არ ჰქონია ბიძინა ივანიშვილთან.

ლურსმანაშვილმა რომან გოცირიძის საპასუხოდ მინისტრობის კანდიდატს მიმართა: „მე მინდა გკითხოთ, როდესმე ბატონ მიხეილ სააკაშვილთან ან რომან გოცირიძესთან ხომ არ გქონიათ შეხება? შთაბეჭდილება არ დამაკარგვინოთ თქვენზე“.

ვიდეო►„ეკონომიკის ზრდა ჩვენი თვითმიზანი არ არის" - ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^