Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მარშანია პრემიერს: ახალგაზრდა ხართ, ვეჭვობ, კარგად არ ხართ გარკვეული აფხაზეთის პროცესებში

13 ივლისი, 2018 17:52

„ბატონო მამუკა, გაუგებარია, მიუღებელია, რომ მიიღო, დაამტკიცო, მოგეწონოს ისეთი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა, პიროვნება (თუმცა თქვენ უკვე დამტკიცებული ბრძანდებით), რომელიც არ აყენებს ქვეყნის გამთლიანების საკითხს უპირველეს საკითხად და ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად ქვეყანაში", - ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატმა, ადა მარშანიამ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს. პარლამენტში დღეს მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

მისი თქმით, ვერანაირად ვერ გაუგებს იმ პრემიერ-მინისტრს, რომელიც გამოსვლას არ იწყებს უმთავრესით, უმძიმესი და სახერხემლო საკითხით ჩვენი ქვეყნისთვის - ქვეყნის გამთლიანების საკითხით.

„ბატონო მამუკა, თქვენ ძალიან ახალგაზრდა ადამიანი ბრაძანდებით, მე ვეჭვობ, რომ თქვენ მაინცდამაინც არ ხართ გარკვეული ამ უმძიმეს და უბედურ საკითხში, რასაც ჰქვია აფსაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესები. მე კიდევ ერთხელ, არამხოლოდ თქვენს და მთავრობის წევრების გასაგონად, არამედ სრულიად საქართველოს გასაგონად მინდა მოვიყვანო რამდენიმე ტრაგიკული ფაქტი:

აფხაზეთში ახლა 60 000 ქართველია დარჩენილი, ისიც გალის რაიონის ხარჯზე, 70 000 აფხაზია და 80 000 სომეხი ეროვნების ადამიანი ცხოვრობს.

თქვენ შეიძლება არც იცით, რომ ყოველი წლის 30 სექტემბერს, სოხუმში მოსახლეობა ზეიმობს ქართველ ოკუპანტ, დამპყრობელზე სამამულო ომში გამარჯვებას და ამ იდეოლოგიით იქ გაიზარდა უკვე 2 თაობა აფხაზების", - ამბობს მარშანია. 

მან პრემიერს რუსეთთან დიალოგის ფორმატის გაფართოებისკენ მოუწოდა.

„ჩვენ არ დაგვრჩა არც ერთი წამი დრო. ჩვენ ვერავის ვერ დაველოდებით. ჩვენ ვერაფერს ვერ დაველოდებით. ჩვენ უნდა შევქმნათ, ბატონო პრემიერო, ახალი ფორმატები და ახალი მექანიზმები, რომ დავიწყოთ მძიმე, მაგრამ უფრო ფართომასშტაბიანი საუბრები რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან", - განაცხადა მარშანიამ.

ბახტაძე: ჩემი ყოველი დღე იწყება აფხაზეთზე ფიქრით და ყოველი საღამო ასე მთავრდება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^