Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბახტაძე: ჩემი ყოველი დღე იწყება აფხაზეთზე ფიქრით და ყოველი საღამო ასე მთავრდება

13 ივლისი, 2018 17:53

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში ფრაქცია პატრიოტთა ალიანსის“ წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ აფხაზი და ოსი ხალხის დაბრუნებისთვის მნიშვნელოვანია განათლება და ისეთი ტიპის ეკონომიკა, როგორიც მის პროგრამაშია. 

 „ჩემი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტი არის განათლება და ახალგაზრდობა, იმიტომ რომ სწორედ განათლებული საქართველო და ისეთი ტიპის ეკონომიკა, რომელიც მე აღვნიშნე, არის ერთადერთი სწორი გზა, ერთადერთი უალტერნატივო გზა ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეებისთვის. მე ეს ერთმნიშვნელოვნად განვაცხადე ჩემს პორგრამაში და დღესაც ამას ვაცხადებ“, - განაცხადა პრემიერმა. 

მისი თქმით,  ევროპული საქართველო, ევროპული ყაიდის ქვეყანა არის იმის წინაპირობა, რომ აფხაზეთი და ოსეთი დაბრუნდეს. 

„ ჩემი ყოველი დღე იწყება აფხაზეთზე ფიქრით და ყოველი საღამო ასე მთავრდება. რაც შეეხება ჩემს კავშირს ამ ყველაფერთან და ემოციურ დამოკიდებულებას, მინდა გითხრათ, რომ ჩემს ოჯახს აქვს ოჩამჩირესთან და იმ ტკივილთან, რომელიც  თითოეული ქართველის გულშია. სწორედ აქედან გამომდინარე, ვამბობ მე, რომ ეს ჩემი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რა გამოწვევებისა და რეალობის წინაშე ვართ და რეალობას არ უნდა მოვწყდეთ. მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუენბული და ასევე ის პოლიტიკური გუნდი, რომელსაც მე წარმოვადგენ, რომ სწორედ ევროპული საქართველო, ევროპული ყაიდის ქვეყანა არის ის მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომლეიც საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები დავიბრუნოთ და ვაშენოთ ერთიანი, ძლიერი, ევროპული ქვეყანა“,-განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^