Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

LIVE► ბახტაძის მინისტრთა კაბინეტს „ნაციონალური მოძრაობის" სხდომაზე უსმენენ

13 ივლისი, 2018 18:17

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სხდომაზე პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესა და „მცირე მთავრობის" მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. 

„მცირე მთავრობის" შემადგენლობაში 10 სამინისტრო და სახელმწიფო მინისტრის აპარატი იქნება. 

პარლამენტისადმი წარდგენილ მინისტრობის კანდიდატებს შორის სამი ახალი კადრია: 

1. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ ბატიაშვილი;

2. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი;

3. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - გიორგი ქობულია;

4. თავდაცვის მინისტრი - ლევან იზორია;

5. იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი;

6. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - მაია ცქიტიშვილი;

7. საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი;

8. ფინანსთა მინისტრი - ივანე მაჭავარიანი;

9. შინაგან საქმეთა მინისტრი - გიორგი გახარია;

10. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - დავით სერგეენკო;

სახელმწიფო მინისტრის აპარატი  -  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - ქეთევან ციხელაშვილი.

სამინისტროების ძველი სახით გაუქმების გამო მინისტრის თანამდებობაზე აღარ იქნებიან სასჯელაღსრულების მინისტრი - კახა კახიშვილი, კულტურის მინისტრი - მიხეილ გიორგაძე და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი - სოზარ სუბარი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^