Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომ გაუშვა პატრულმა ინტერპოლით ძებნილი პირი? - ნიკა მელია გახარიას მიმართავს

13 ივლისი, 2018 18:52

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია შს მინისტრ გიორგი გახარიას შეკითხვით მიმართავს - რატომ გაუშვა პატრულმა ინტერპოლით ძებნილი პირი.

საუბარია ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქეზე, რომელიც, შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობისა და ყაჩაღობის ბრალდებით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. უწყების წარმომადგენლებმა ის 10 ივნისს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დააკავეს, თუმცა მანამდე, 3 კვირით ადრე, ყაზახეთის მოქალაქე პატრულმა გააჩერა, დააჯარიმა და გაუშვა.

შსს-მ რუსთაველზე ინტერპოლით ძებნილი, მკვლელობისა და ყაჩაღობისთვის ბრალდებული დააკავა

გიორგი გახარიას განმარტებით, პატრულის ბაზაში ინტერპოლით ძებნილის ბაზა ინტეგრირებული არ იყო.

„პატრულმა ოფიცერმა როცა გააჩერა, მის მობილურ ბაზაში ინტერპოლით ძებნილის ბაზა არ იყო ინტეგრირებული. დღესაც არ არის, ამას ახლა ვასწორებთ. ამიტომ გაუშვა“, - განმარტავს გახარია. 

როგორ აღმოჩნდა 2013 წელს დაკავებული, ინტერპოლით ძებნილი პირი აქციაზე - პროკურატურის პასუხი

1982 წელს დაბადებული ყაზახეთის მოქალაქე ბესლან კაიმის ძე ლორსანოვი ქართველმა სამართალდამცავებმა 2013 წელსაც დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია შსს-ს ვებგვერდზე ამ დრომდე იძებნება.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^